კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

20 ოქტომბერს „ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.
საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ გახსნა. საუბრის დროს მან პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონსულტანტებსა და ცენტრის თანამშრომლებს კონკურსების სრულყოფილად განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და მოზარდებს კარიერული წინსვლა უსურვა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პროექტის კონსულტანტებმა - პოეტმა პაატა შამუგიამ, მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა, მხატვრებმა გოგა ჯაფარიძემ და ნინო ქოქიაშვილმა. მათ თავიანთი რჩეულები დაასახელეს და საჩუქრები გადასცეს.
კონკურსების რჩეულები გახდნენ - ლიტერატურაში ელენე მესხი და ანდრია კიკონიშვილი. მხატვრობაში ელენე არაბიძე და ლუკა გოგიტაძე. 
მხატვრულ კონკურსში კონსულტანტების მიერ შერჩეული 12 მონაწილე წელიწადის თორმეთი თვის თემატიკაზე ნახატებს, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 მონაწილე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიდა.
ახალგაზრდა პროზაიკოსებმა კონსულტანტებისგან - ლექსო დორეულისა და პაატა შამუგიასგან საკვანძო ფრაზა მოისმინეს, რომელზეც ნაწარმოები შექმნეს. ამჯერად არჩევანი ფრანც კაფკას ფრაზაზე შეჩერდა - „ ერთხელ დილით, როდესაც შფოთიანი სიზმრების შემდეგ გრეგორ ზამზამ გამოიღვიძა, აღმოაჩინა რომ...“ („მეტამორფოზა“). 
დამწყებ მხატვრებს წელიწადის თვეები კენჭისყრის პრინციპით გადაუნაწილდათ. 
მონაწილეების მიერ შექმნილი ნახატებით 2019 წლის კედლის კალენდარი აიკინძება, ნაწარმოებებით კი წიგნის კრებული გამოიცემა. წიგნი ასევე ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის.
კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, აღმოაჩინოს ნიჭიერი პროზაიკოსები და მხატვრები.

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„ინტელექტის დღე“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერითა და ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის? “ ორგანიზებით, „ინტელექტის დღე“ გაიმართა.
ვრცლად

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში პროექტის სახელწოდება: Inter-Generational Science Mixer მასპინძელი ორგანიზაცია: Omniveda Foundation, www.wiedzanasbawi.pl /FB: Fundacja Omniveda ადგილმდ
ვრცლად

საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით კახეთში, სასტუმროში ,,ამბასადორი კაჭრეთში" საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა. პროექტში აღმო
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი 8-დან 25 წლამდე ახალგაზრდებს გიწვევთ პროექტში „სახელობო წრეები“. მოზარდებს 2 თვის განმავლობაში შესაძლებლობა ექნებათ უფასოდ შეისწავლონ ჩხირებით ქსოვა, ჯვრული ქარგვა, ტიხრულ მინანქარზე და თექაზე მუშ
ვრცლად