კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

20 ოქტომბერს „ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.
საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ გახსნა. საუბრის დროს მან პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონსულტანტებსა და ცენტრის თანამშრომლებს კონკურსების სრულყოფილად განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და მოზარდებს კარიერული წინსვლა უსურვა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს პროექტის კონსულტანტებმა - პოეტმა პაატა შამუგიამ, მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა, მხატვრებმა გოგა ჯაფარიძემ და ნინო ქოქიაშვილმა. მათ თავიანთი რჩეულები დაასახელეს და საჩუქრები გადასცეს.
კონკურსების რჩეულები გახდნენ - ლიტერატურაში ელენე მესხი და ანდრია კიკონიშვილი. მხატვრობაში ელენე არაბიძე და ლუკა გოგიტაძე. 
მხატვრულ კონკურსში კონსულტანტების მიერ შერჩეული 12 მონაწილე წელიწადის თორმეთი თვის თემატიკაზე ნახატებს, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 მონაწილე ლიტერატურულ ნაწარმოებებს ქმნიდა.
ახალგაზრდა პროზაიკოსებმა კონსულტანტებისგან - ლექსო დორეულისა და პაატა შამუგიასგან საკვანძო ფრაზა მოისმინეს, რომელზეც ნაწარმოები შექმნეს. ამჯერად არჩევანი ფრანც კაფკას ფრაზაზე შეჩერდა - „ ერთხელ დილით, როდესაც შფოთიანი სიზმრების შემდეგ გრეგორ ზამზამ გამოიღვიძა, აღმოაჩინა რომ...“ („მეტამორფოზა“). 
დამწყებ მხატვრებს წელიწადის თვეები კენჭისყრის პრინციპით გადაუნაწილდათ. 
მონაწილეების მიერ შექმნილი ნახატებით 2019 წლის კედლის კალენდარი აიკინძება, ნაწარმოებებით კი წიგნის კრებული გამოიცემა. წიგნი ასევე ბრაილის შრიფტით დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის.
კონკურსის მიზანია მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი. ასევე, აღმოაჩინოს ნიჭიერი პროზაიკოსები და მხატვრები.

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად