კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები.
ღონისძიება ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
სპიკერებმა - განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს, ინკლუზიური განათლების სამმართველოს უფროსმა ეკა დგებუაძემ, აღნიშნული წიგნის რედაქტორმა და ექსპერტმა მაია ბაგრატიონმა, ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა და ამავდროულად საგამომცემლო სახლის „დედანის“ დამფუძნებელმა ბელა სარიამ და პროექტის კოორდინატორმა თამთა ხუციშვილმა - ინკლუზიურ განათლებაში არსებული მდგომარეობაზე, აღნიშნული წიგნის როლზე და მსგავსი ტიპის რესურსების შექმნისას, გამომცემლობების მნიშვნელობაზე ისაუბრეს.
წიგნის პრაქტიკული გამოყენების საუკეთესო მაგალითები წარმოგვიდგინეს ოკუპაციურმა თერაპევტმა ანა გურგენიძემ, სპეციალური განათლების პედაგოგმა თათია აბრამიშვილიმა და №46 ბაღის დირექტორი ირმა გრიგოლია.
ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ შეაჯამა.
კონფერენციას, რომელსაც პროგრამების სამსახურის უფროსი ფატი მუმლაძე უძღვებოდა, ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, ცენტრის თანამშრომლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
კონფერენცის მიზანია 2018 წელს ამერიკის საელჩოს მიერ დაფინანსებული, საგამომცემლო სახლ „დედნისა“ და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცემული საგანმანათლებლო რესურსის - „101 თამაში და აქტივობა აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებისათვის“- ქართულ პრაქტიკაში გამოყენების საუკეთესო მაგალითების გაცნობა.
წიგნის ავტორია ცნობილი ამერიკელი მეცნიერი და ოკუპაციური თერაპიის სპეციალისტი ტარა დელეინი.
სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, „გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის (CRPD)“ შესაბამისად მიისწრაფვის სოციალური მოდელის მხარდაჭერისა და ცენტრის ფარგლებში არსებულ ყველა სერვისში ინკლუზიური კომპონენტის დანერგვისკენ.

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურინირი დაბოლოება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც პროექტის „სპორტი ბარიერების გა
ვრცლად

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებშ
ვრცლად

2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ, სასტუმრო „holiday inn“-ში ცენტრის მიერ 2018 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.
ვრცლად