კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ, სასტუმრო „holiday inn“-ში ცენტრის მიერ 2018 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.

ანგარიშში ცენტრის უფროსმა სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის სტრატეგიული მიმართულებების, ახალგაზრდების მაღალხარისხიანი განათლების, დასაქმებისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობების შექმნის, ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვის დასპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მხარდაჭერის შესახებ ისაუბრა.

გიგა გაბელაიამ წლის მანძილზე გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა ცენტრის თანამშრომლებს. ასევე, პარტნიორ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის დაგეგმილი პროგრამების განხორციელებაში.
პრეზენტაციაში წარმოდგენილი იყო ცენტრის მიერ განხორციელებული პროექტების ამსახველი ფოტომასალა და ვიდეორგოლები.

დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა განათლების, მეცნიერების კულტურისა დასპორტის მინისტრის მოადგილემ ნათია ზედგენიძემ და ცენტრს გაწეული საქმიანობისათვის მადლობა გადაუხადა.

შემაჯამებელ ღონისძიებას ცენტრის უფროსის მოადგილეები - ნინო ვადაჭკორია და ვახტანგ ბააკაშვილი, ცენტრის თანამშრომლები, სამთავრობო უწყებების, საელჩოების და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

2018 წელს ცენტრის მიერ მიღწეული შედეგები:

• განხორციელდა 7 მასშტაბური ბანაკი
• ცენტრის პროექტებში ჩაერთო 110 000-ზე მეტი მონაწილე
• შემუშავდა და დაინერგა ბანაკების მონიტორინგისა და შეფასების სისტემა
• შემუშავდა ლიდერების შერჩევის 5 კომპონენტიანი სისტემა, რაც გულისხმობს სხვადასხვა კომპეტენციების მიხედვით ლიდერების შერჩევას და გადამზადებას
• ბანაკების მიმდინარეობის პროცესში დასაქმდა 500-მდე ახალგაზრდა

 

იხილეთ ვრცლად

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურინირი დაბოლოება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც პროექტის „სპორტი ბარიერების გა
ვრცლად

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებშ
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოდოვეს.
ვრცლად