კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

 

 „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებში ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრეინინგები გაიმართა. ტრეინინგებში თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი და თბილისში არსებული დიასპორების წარმომადგენლები 100-მდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ახალგაზრდების ნამუშევრების გამოფენა სახელწოდებით „გალიდან ფსოუმდე“. ასევე წარმოდგენილი იყო წიგნი „საერთო წარსულით - საერთო მომავლისკენ“ და გაიმართა ამავე სახელწოდების მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება.

ღონისძიებას ესწრებოდნენ და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ და  ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის პირველმა მოადგილე ბელა კოპალიანმა.

დასკვნით ღონისძიებაზე მონაწილეებს „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისგან“ სერტიფიკატები და სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიება მიზნად ისახავდა სხვადასხვა სახის გასართობ-შემეცნებით ღონისძიებებში მონაწილეობით ცნობიერების ამაღლებას ისეთ თემებზე, როგორებიცაა: სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა, ბავშვის უფლებები, აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, ჯანსაღი ცხოვრების წესი, დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა, მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად, ხელოვნება, როგორც მშვიდობის მშენებლობის გზა და სხვ.

 

იხილეთ ვრცლად

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად