კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში ახალგაზრდების მიერ  შექმნილი კალენდრისა და წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის არის განკუთვნილი. 

ფოიეში ნახატების გამოფენა მოეწყო, სადაც  კონკურსის მონაწილეების მიერ შექმნილი ნამუშევრები იყო წარმოდგენილი.

ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ  ნინო ვადაჭკორიამ  გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.  კონკურსის მნიშვნელობაზე ისაუბრეს პროექტის კონსულტანტებმა -   მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა და  მხატვრებმა გოგა ჯაფარიძემ და ნინო ქოქიაშვილმა.

ლიტერატურული კონკურსის რჩეულებმა - ანდრია კიკონიშვილმა და ელენე მესხმა საკუთარი მოთხრობები წაიკითხეს.

საღამო ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ შეაჯამა,  კონსულტანტებსა და ცენტრის თანამშრომლებს პროექტის  სრულყოფილად განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა და მოზარდებს კარიერული წინსვლა უსურვა. 

პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, მოწვეული სტუმრები და ცენტრის თანამშრომლები.

პროექტი „ახალგაზრდა ხელოვანი“, რომელიც ახალგაზრდა ნიჭიერ მხატვრებსა და პროზაიკოსებს აერთიანებს დაბა  ბაკურიანში გაიმართა. კონსულტანტების მიერ შერჩეული მონაწილეები ერთნი ლიტერატურულ, მეორენი კი სამხატვრო მარათონში 4 დღის განმავლობაში ჩაერთვნენ. მხატვრული კონკურსის 12-მა მონაწილემ წელიწადის თორმეტი თვის თემატიკაზე ნახატები, ხოლო ლიტერატურული კონკურსის 24 -მა მონაწილემ ლიტერატურულ ნაწარმოებები შექმნეს. მოზარდების ხელით შექმნილი წიგნი  და კალენდარი  საქართველოს ყველა ბიბლიოთეკას საჩუქრად გადაეცემა.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზ
ვრცლად

მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსი გიგა გაბელაია და ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსი კოორდინატორი ნინო მიხანაშვილი, მოლდოვის რესპუბლიკაში, ქ. კიშინიოვში იმყოფებოდნენ საქმიანი ვიზიტით, სადაც ხელი მოეწერა „Erasmus+,
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურინირი დაბოლოება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც პროექტის „სპორტი ბარიერების გა
ვრცლად