კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროკავშირის დაფინანსებით და მხარდაჭერით, 2018 წელს ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი განახორციელა, სადაც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას.
ბანაკის მთავარი მიზანი ახალგაზრდების მხარდაჭერა, მათი საერთო ევროპული ღირებულებებით მომზადება, აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა იყო.
პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ ერთმანეთისთვის გაეზიარებინათ, თუ როგორი იყო ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა მათ ქვეყნებში. ბანაკის დასასრულს, ახალგაზრდებმა მოამზადეს საპროექტო წინადადებები, რომლებსაც განხორციელებენ თავიანთ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. 
ამ ეტაპზე ისინი განაგრძობენ აქტიურობას და გამოცდილებას უზიარებენ თანატოლებს. პროექტის მონაწილეთა შორის ათი ახალგაზრდა, მიუხედავად მათი ასაკისა, 2019 წელს ევროპის ახალგაზრდა ელჩებად აირჩიეს (დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ https://www.euneighbours.eu/…/yo…/young-european-ambassadors), რაც პროექტის წარმატების ერთ-ერთი ინდიკატორია.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი მუდმივად ზრუნავს ახალგაზრდებზე და აწვდის ინფორმაციას, მათი პროფესიული და პერსონალური განვითარებისთვის არსებულ შესაძლებლობებზე.

სხვა სიახლეები

ქ. ერევანში აღმოსავლურ ორთაბრძოლებში მსოფლიო თასის პირველობა გაიმართა, სადაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში არსებული ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე: ტრენერი,ლიდერი,კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი,DJ,სპორტული ოფიცერი ,ფოტო-ვიდეო ბლოგ
ვრცლად

პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსი გაიმართა

2 ივნისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კ
ვრცლად