კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“- ლიდერთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“- ლიდერთა შესარჩევი კონკურსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მიღებას პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ლიდერის პოზიციაზე.

განხორციელების პერიოდი:

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში: 26 ივნისი - 12 სექტემბერი;

ნაკადის ხანგრძლივობა - 7 დღე;

ნაკადების რაოდენობა - 10.

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში: 3 ივლისი - 3 სექტემბერი;

ნაკადის ხანგრძლივობა - 7 დღე;

ნაკადების რაოდენობა - 8;

„მომავლის ბანაკი“ შაორში: 15 ივლისი - 30 აგვისტო;

ნაკადის ხანგრძლივობა - 5 დღე;

ნაკადების რაოდენობა - 8;

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ ქუთაისში: 16 ივლისი - 19 აგვისტო;

ნაკადის ხანგრძლივობა - 7 დღე;

ნაკადების რაოდენობა - 5.

ლიდერის ფუნქცია-მოვალეობები:

ბანაკის დღის წესრიგის და ტექნიკური რეგლამენტის ცოდნა;

ბანაკის მონაწილეთა ზედამხედველობა;

ბანაკის პროგრამული ნაწილის შესრულების უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს კულტურული, სპორტული და შემეცნებითი აქტივობების დაგეგმვასა და ჩატარებას;

გუნდის წევრების ჩართულობის უზრუნველყოფა პროგრამით გათვალისწინებულ აქტივობებში;

აქტივობის/ღონისძიების განხორციელებისთვის საჭირო ინვენტარის მიღება-ჩაბარება და ზედამხედველობა;

მონაწილეებისთვის ბანაკის დღის წესრიგისა და ტექნიკური რეგლამენტის გაცნობა, დაცვის უზრუნველყოფა;

მონაწილეთათვის დღის განმავლობაში ბანაკის დღის წესრიგით გათვალისწინებული და განხორციელებული აქტივობების შეჯამება;

ბანაკის ტერიტორიის შესწავლა, მონაწილეებისა და ზოგადი უსაფრთხოების ზომების დაცვა, უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით პრევენციული ზომების მიღება, საევაკუაციო გეგმის ცოდნა;

ბანაკის ხელძღვანელობასთან მუდმივი და მჭიდრო კომუნიკაცია ინფორმაციის დროული და ეფექტიანი გაცვლის მიზნით;

ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება ნებისმიერი წინააღმდეგობის, საფრთხის შემცველი გარემოების ან/და გუნდში არსებული რაიმე სახის პრობლემის შესახებ;

მონაწილის ან მონაწილეთა ჯგუფის მიერ ბანაკის დღის წესრიგითა და  ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესების დარღვევის შემთხვევაში ბანაკის ხელმძღვანელობის ინფორმირება;

მონაწილის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ ბანაკის ხელმძღვანელობისა და ექიმის დაუყოვნებლივ  ინფორმირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

20-30 წლის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა ან/და პროფესიული სასწავლებლების  სტუდენტი ან/და კურსდამთავრებული;

სახელმწიფო ენის ცოდნა;

ზოგადი ცოდნა ახალგაზრდული ბანაკების შესახებ;

ტრენინგ-პროგრამებში მონაწილეობის გამოცდილება;

სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;

დროის მართვის უნარი;

გუნდური მუშაობის უნარი;

პასუხისმგებლობის გრძნობა;

გადაწყვეტილების სწრაფად და ეფექტურად მიღების უნარი;

კრეატიულობა;

კომუნიკაბელურობა

სასურველია 11-18 წლის ან/და 18-25 წლის ასაკობრივ ჯგუფთან მუშაობის გამოცდილება;

სასურველია ახალგაზრდული პროექტების ორგანიზების გამოცდილება;

სასურველია უცხო ენების ცოდნა;

ლიდერების ანაზღაურება:

ბანაკის ცალკეულ ნაკადზე   (5 დღე) – 200 ლარი დარიცხული;  (7 დღე) – 300 ლარი (დარიცხული)

ლიდერების სამუშაო და საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრება ,,მომავლის ბანაკი“-ს ტერიტორია;

ლიდერები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვებით;

ლიდერების შერჩევა მოხდება ღია კონკურსის წესით და მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

I     ეტაპი. კონკურსანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;

II    ეტაპი.   გადარჩეული კანდიდატების ჯგუფური გასაუბრება;

III ეტაპი. თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი. (თეორიული ტრენინგის შემდგომ ჩატარდება ტესტირება).

თეორიული ტრენინგი ჩატარდება ქ. თბილისში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე, ხოლო პრაქტიკული ტრენინგი ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე 16 - 22 ივნისს; პრაქტიკულ ტრენინგზე მონაწილეობას მიიღებს სულ 288-მდე კანდიდატი.

საბოლოო გადაწყვეტილება მიიღება ყველა ეტაპის დასრულების შემდეგ.

აპლიკანტებს შედეგები ეცნობებათ როგორც ელექტრონული ფოსტის, ისე სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.

საჭირო  დოკუმენტაცია:

პირადობის მოწმობის ასლი;

რეზიუმე (CV) ფოტოსურათით სახელმწიფო ენაზე;

სამოტივაციო წერილი;

ცნობა სასწავლებლიდან: სტუდენტის სტატუსის შესახებ ან დიპლომის ასლი, აგრეთვე, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის ან კურსდამთავრებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

მეორე ეტაპის შემდეგ, თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად შერჩეულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

ჯანმრთელობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა 100);

ნასამართლეობის ცნობა;

ცნობა ნარკოლოგიური აღრიცხვიანობის თაობაზე (ფორმა #2).

დამატებითი ინფორმაცია:

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ სერტიფიცირებული ლიდერები გაივლიან მხოლოდ დოკუმენტაციის განხილვისა და გადარჩევის ეტაპს, თეორიულ ტრენინგსა და ტესტირებას.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა:  2019 წლის  31 მარტი.

 

დაინტერესების შემთხვევაში, სრულად წარმოადგინეთ საჭირო დოკუმენტაცია: პირადობის მოწმობის ასლი; რეზიუმე (CV) ფოტოსურათით სახელმწიფო ენაზე; სამოტივაციო წერილი; ცნობა სასწავლებლიდან: სტუდენტის სტატუსის შესახებ ან დიპლომის ასლი, აგრეთვე, პროფესიული სასწავლებლის სტუდენტის ან კურსდამთავრებულის დამადასტურებელი დოკუმენტი.

 

გთხოვთ გამოაგზავნოთ შემდეგ მისამართზე:  leader2019@cync.ge

არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტაციის შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: +995 32 2 30 51 75 

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად