კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ნორჩ მაშველთა კლუბის მონაწილეთა შერჩევა დაიწყო

 

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად  პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში ახორციელებს პროექტს „ნორჩ მაშველთა კლუბი“.

პროექტში მონაწილეობა შეუძლიათ ქ.თბილისის საჯარო სკოლების 14-16 წლის აქტიურ მოსწავლეებს,  რომლებიც  ჩაერთვებიან  პირველადი  სამედიცინო დახმარების ტრენინგებსა და სახანძრო-სამაშველო სპორტულ ვარჯიშებში.

მონაწილეთა შერჩევა განხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

•           აპლიკანტების მიერ გამოგზავნილი დოკუმენტაციის განხილვა და გადარჩევა;

•           საინფორმაციო შეხვედრა მონაწილეობის მსურველებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან;

•           აპლიკანტების რეგისტრაცია;

•           შერჩევა ფიზიკური ნორმატივების ჩაბარების საფუძველზე;

•           ჯგუფური გასაუბრება

მონაწილეები ფიზიკურ გადამზადებას გაივლიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ბაზაზე, ასევე მოემზადებიან კულტურული ღონისძიებებისთვის სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ტერიტორიაზე.

ფიზიკური ნორმატივებისა  და  ჯგუფური გასაუბრების შედეგად შეირჩევა 14 აპლიკანტი, რომლებიც საქართველოს სახელით მონაწილეობას მიიღებენ „ნორჩ მაშველთა“  საერთაშორისო პროფილურ ბანაკებში გამართულ ტურნირებში, ხოლო 21 აპლიკანტი ჩაერთვება პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში დაგეგმილ საზაფხულო ბანაკებში.

პროექტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით, შერჩევის პროცესში არ დაიშვებიან გასული წლის მონაწილეები.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ ინფორმაცია (სახელი;  გვარი;  პირადი ნომერი;  საცხოვრებელი მისამართი;  აპლიკანტის საკონტაქტო  ნომერი;  მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის საკონტაქტო ნომერი; სკოლა) ელ.ფოსტის მისამართზე: norchimashvelebi@gmail.com

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მარტი.

 

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად