კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ექვს ქვეყანასთან ერთად მონაწილეობს გრძელვადიან პროექტში „Erasmus+, Cooperation for innovation and exchange of good practices, Capacity Building in the field of youth-Eastern Partnership-Civil Society Fellowships for youth“. აღნიშნული მოიცავს საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ საპროექტო ხელშეკრულებას - Reimagining Recognition/მოხალისეობის აღიარების ახალი კონცეფციის შემუშავებას.

პროექტი ითვალისწინებს მოხალისეობის მიმართულებით ახალგაზრდულ ორგანიზაციებში კომპეტენციების გაძლიერებას, პროექტში ჩართულ ქვეყნებში -მოლდოვა, ფინეთი, უკრაინა, სომხეთი, ლიტვა, ირლანდია და საქართველო, არაფორმალური განათლების აღიარების და ციფრული მექანიზმის „Open Badges“ დასანერგად.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროგრამების სამსახურის უფროსი ფატი მუმლაძე, პროგრამების კოორდინატორები მაკა ზურაბიშვილი და დავით ჯინჯიხაძე სამუშაო ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკაში, ქ. ვილნიუსსა და კაუნასში იმყოფებოდნენ .
სამუშაო ვიზიტის მიზანს საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება წარმოადგენდა. ექვსი ქვეყნის მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა სახელმწიფო და არასმთავრობო ორგანიზაციებში „Open Badge“ სისტემის წარმატებებს. უწყებებს შორის იყვნენ :სოციალურ საქმეთა და შრომისა სამინისტროს ნაციონალური ახალგაზრდული დეპარტამენტი, ლიეტუვას UNESCO-ს ნაციონალური კომისია, ვილნიუსის „Vytautas Magnus“ გიმნაზია, Eurodesk წარმომადგენლობა, კაუნასის ტექნოლოგიური უნივერისტეტი, „ კაუნასი -ევროპის კულტურული დედაქალაქი 2020“ კაუნასის წარმოადგენლობა, ვილნიუსის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული დეპარტამენტი და სხვა.

პროექტის ფარგლებში ორგანიზება გაუკეთდება მოხალისეობის აღიარების გამოცდილების შესახებ კვლევას, ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანია Open Badge მექანიზმის შესახებ, თითოეული ქვეყნისთვის შეიქმნება მასზე მორგებული Badge-ის პროტოტიპი და მოხდება მისი პილოტირება და სისტემის დანერგვის მიზნით შემუშავდება რეკომენდაციები.
პროექტის დასკვნითი ღონისძიება 2020 წელს ჩატარდება საქართველოში.

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად