კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტის - „გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის“ ბენეფიციარების მიერ სპორტული ღონისძიება ჩატარდა. 
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები - ნინო ვადაჭკორია, ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და ცენტრის თანამშრომლები ახალგაზრდებთან ერთად სპორტულ აქტივობაში ჩაერთვნენ. მონაწილეებს საჩუქრად ცენტრის მაისურები გადაეცათ.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში „გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. სპორტული ტრენერი ატარებს ვარჯიშებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე 4-15-მდე ბენეფიციარით დაკომპლექტებულ ჯგუფებში. გამაჯანსაღებელი ვარჯიშები მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზეზით (თანდაყოლილი, ან შეძენილი) განუვითარებელი ან ატროფირებული მოტორული ფუნქციების გამომუშავება/რეაბილიტაციას, ხელს უწყობს შშმ პირთა ინტეგრირებას სოციუმში და მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთანავე, ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება პოზიტიურად აისახება როგორც ბენეფიციარების, ისე მათზე მზრუნველი ახლობლების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
პროექტის მიზანია მიზანია შშმ პირთა ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

 

სხვა სიახლეები

ქ. ერევანში აღმოსავლურ ორთაბრძოლებში მსოფლიო თასის პირველობა გაიმართა, სადაც ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში არსებული ხრიდოლის დარბაზის ბენეფიციარებმა გუნდური მეორე ადგილი დაიკავეს.
ვრცლად

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ პროექტ - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“-ის ფარგლებში აცხადებს კონკურსს საბანაკე პოზიციებზე: ტრენერი,ლიდერი,კულტურული ღონისძიებების კოორდინატორი,DJ,სპორტული ოფიცერი ,ფოტო-ვიდეო ბლოგ
ვრცლად

პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კონკურსი გაიმართა

2 ივნისს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ ფარგლებში, თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდი დარბაზში, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების V ეროვნული კ
ვრცლად