კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტის - „გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის“ ბენეფიციარების მიერ სპორტული ღონისძიება ჩატარდა. 
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები - ნინო ვადაჭკორია, ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია და ცენტრის თანამშრომლები ახალგაზრდებთან ერთად სპორტულ აქტივობაში ჩაერთვნენ. მონაწილეებს საჩუქრად ცენტრის მაისურები გადაეცათ.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში „გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის“ 2015 წლიდან ფუნქციონირებს. სპორტული ტრენერი ატარებს ვარჯიშებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე 4-15-მდე ბენეფიციარით დაკომპლექტებულ ჯგუფებში. გამაჯანსაღებელი ვარჯიშები მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზეზით (თანდაყოლილი, ან შეძენილი) განუვითარებელი ან ატროფირებული მოტორული ფუნქციების გამომუშავება/რეაბილიტაციას, ხელს უწყობს შშმ პირთა ინტეგრირებას სოციუმში და მათ აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. ამასთანავე, ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება პოზიტიურად აისახება როგორც ბენეფიციარების, ისე მათზე მზრუნველი ახლობლების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.
პროექტის მიზანია მიზანია შშმ პირთა ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

 

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად