კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ფესტივალი ,,soundcheck" საზეიმოდ დაიხურა.

დღეს ფესტივალი ,,soundcheck" საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიების პირველი ნაწილი ფოლკლორს, ხოლო მეორე ნაწილი პოპს დაეთმო. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ: გურამ თავართქილაძის სასწავლო უნივერსიტეტის ფოლკლორული ასნამბლი ,,ივერთა"; თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ფოლკლორული ანსამბლი; სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი; სამედიცინო უნივერსიტეტის სპორტისა და ხელოვნების ცენტრთან არსებული საკრავების გოგონათა ანსამბლი „დეკა“. საღამო ჰედლაინერმა ანსამბლმა ,,ქართული ხმები" დახურა. მოგვიანებით ფოლკლორი პოპ-მუსიკამ შეცვალა . საღამო 2013 წლის ,,soundcheck" აღმოჩენამ და 2015 წლის ,,ფანARTის" რჩეულმა-დრამერმა გიორგი კაპანაძემ გახსნა. მონაწილეებმა: ქეთა ლომიძემ, გიორგი ქლაინმა, ნანა პავლიაშვილმა, გიორგი გასვიანმა, ვერიკო მაცაბერიძემ, შოთა ფუტკარაძემ, მარიამ ხურციძემ, ნატა ელბაქიძემ და შოთა ნამორაძემ მსმენელებს საკმაოდ მხიარული და ენერგიული საღამო მოუწყვეს. კონცერტი ჰედლაინემა ჯგუფმა „გამოუვალი მდომარეობა" დაასრულა. ელექტრონული მუსიკა,როკი,ჰიპ-ჰოპი,ფოლკლორი და პოპი. ეს ის ჟანრებია, რომლებსაც ფესტივალი ხუთი დღის მანძილზე დედაენის ბაღში მასპინძლობდა.საღამოებს, ჟანრის წარმატებული და აღიარებული ჯგუფები-ჰედლაინერები (Green Family, DJ Giga Papaskiri & EL.FLUIDS, ,,ქართული ხმები", „Vanilla Cage“ , ,,გამოუვალი მდგომარეობა“.) ასრულებდნენ. იხილეთ ბმული:  

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად