კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„CYNC ქსელი“

 

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 13-15 მაისს  ქალაქ ბათუმში, პროექტის „CYNC ქსელი“ ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის  ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან და რეგიონული საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელებთან  ორდღიანი სამუშაო  შეხვედრა გაიმართა.

ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ გახსნა, დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე დავითაძემ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ მოწვეულ სტუმრებს ცენტრის საქმიანობა და სამომავლო გეგმები გააცნო.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენს მულტისექტორული თანამშრომლობის დანერგვა მუნიციპალიტეტში  ბავშვთა და ახალგაზრდულ საკითხებზე მომუშავე სახელმწიფო უწყებებს, მუნიცპალურ საკრებულოებს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს შორის.

„CYNC ქსელი ცენტრის  ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია,  რომელიც მიზნად ისახავს რეგიონული თანამშრომლობის ქსელის შექმნას, ცენტრში განხორციელებული წარმატებული პროექტების გაზიარებასა და შემდგომში რეგიონებში ერთობლივი, ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული აქტივობებისა და პროექტების დაგეგმვა/განხორციელებას.

 

 

 

სხვა სიახლეები

კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

17 მაისს ზუგდიდში, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელსაც კონსულტანტები - მხატვარი გოგა ჯაფარიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი და მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული უძღვებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ქ. ზუგდიდს ესტუმრა

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ამჯერად ქ. ზუგდიდს ესტუმრა. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტს, ფეხბურთსა და ჭადრაკს დაეთმო. გამარჯვებული მონაწილეები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებით
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვებიან.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს" 2018 წელს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის სპეციალური ჯილდო გადაეცა.
ვრცლად