კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა.  ბანაკს მოზარდების  პირველი ნაკადი ესტუმრა.

ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ  საქართველოს მთავრობას და „მომავლის ბანაკის “განხორციელებაში ჩართულ ყველა სტრუქტურას მადლობა გადაუხადა, მოზარდებს და ლიდერებს სიტყვით მიმართა და ბანაკში ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა. ზუგდიდის მერმა გეგა შენგელიამ მოზარდებს ბანაკის გახსნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.

 

საღამოს გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელი პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, სსიპ„იურიდიული დახმარების სამსახურის“ უფროსი რაჟდენ კუპრაშვილი, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილე ვახტანგ ბააკაშვილი, ცენტრის პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია, ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი იასონ კიზირია  და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

 

ბანაკის ლიდერები და მონაწილეები დამსწრე საზოგადოების  წინაშე ფლეშმობითა და მუსიკალური ნომრებით წარდგნენ. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით, სახელმწიფო დროშის აღმართვითა და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა

 

„მომავლის ბანაკის“ მიზანია თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.

 

პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრება: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

 

წელს ბანაკი მოზარდებს  10 ნაკადად მიიღებს. 

ჯამში 3 000 -მდე მოსწავლე უფასოდ დაისვენებს!

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად