კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში,  1200  მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას.

 

 ღონისძიება საქართველოს ეროვნული ჰიმნით და  სახელმწიფო დროშის აღმართვით გაიხსნა.  ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, ბანაკის განხორციელებაში ჩართულ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა, მოზარდებს სიტყვით მიმართა და ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვა.

ბანაკის ლიდერებისა და მონაწილეების მიერ შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა სტუმრების მოწონება და აპლოდისმენტები დაიმსახურეს.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და  ვახტანგ ბააკაშვილი,  ეროვნული გვარდიის შტაბის უფროსი პოლკოვნიკი მალხაზ დუმბაძე, ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი იასონ კიზირია, და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მიზნებია:

ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში;

ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

ბანაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი- 2019“-ის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გამარჯვებული 12-18 წლის მოზარდები.

პროექტი „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით (ჰობი - განათლება) განხორციელდება და მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება.

ბანაკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის განმტკიცებას. გარდა ამისა, ბანაკის მონაწილეებს განუვითარდებათ ინდივიდუალური და გუნდური თამაშებისთვის საჭირო უნარები.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ გაიხსნა. ბანაკს მოზარდების პირველი ნაკადი ესტუმრა.
ვრცლად