კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

 

ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, მონაწილეებს ახალგაზრდულ გამოწვევებზე ესაუბრა და ბანაკში ნაყოფიერი დასვენება უსურვა.

ბანაკის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ამბროლაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ასლან საგანელიძემ და  ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზვიად მხეიძემ.

საინტერესო და ორიგინალური პერფორმანსით წარსდგნენ ბანაკის მონაწილეები დამსწრე საზოგადოების წინაშე.

ღონისძიებას რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე დავით ღუდუმიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია, ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი იასონ კიზირია, პროგრამების სამსახურის უფროსი ფატი მუმლაძე, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანის“ კონსულტანტები - ლექსო დორეული, ოთარ  ჯირკვალიშვილი, გოგა ჯაფარიძე, ნინო ქოქიაშვილი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

ბანაკს პირველ ნაკადზე პროექტის  „ახალგაზრდა ხელოვანი“ 132 ფინალისტი ესტუმრა. შერჩეული მონაწილეები გაივლიან 5 დღიან მასტერკლასს და პროფესიონალი ჟიურისა და კონსულტანტების დახმარებით შექმნიან ნახატებს (წელიწადის 12 თვის თემატიკაზე) და დაწერენ მოთხრობებს.  საუკეთესო ნამუშევრები დაიბეჭდება წიგნისა და კალენდრის სახით. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი დაიბეჭდება ბრაილის შრიფტითაც. 

წელს ბანაკი  8 ნაკადად განხორციელდება  და მონაწილეობას  1000-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს. 

მომავლის ბანაკიშაორში არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

პროექტის მიზანია:

·         ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;

·         მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება;

 

 

 

 

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად