კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

 

ღონისძიება ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ გახსნა, მან  ყველა სამთავრობო სტრუქტურას მადლობა გადაუხადა ბანაკის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის, ასევე, ცენტრის თანამშრომლებს, რომლებმაც  თავდაუზოგავი შრომა გაწიეს  ბანაკის სრულყოფილად ფუნქციონირებისათვის.  ახალგაზრდებს  ნაყოფიერი და სასიამოვნო დასვენება უსურვა და მოუწოდა მათ  იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით, იყვნენ მეგობრულები, იზრუნონ გარემოზე და უყვარდეთ ერთმანეთი.

 მოზარდებს სიტყვით მიმართეს  თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ნუკრი გელაშვილმა და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ.  

საღამოს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის  გენერალი გიორგი მათიაშვილი, სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ დირექტორის მ/შ ლადო ჯავახიშვილი, ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მაია ცქიტიშვილი, სსიპ „იურიდიული დახმარების სამსახურის“ ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი, ბავშვთა და  ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ვახტანგ ბააკაშვილი, პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია, ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი იასონ კიზირია, პროგრამების სამსახურის უფროსი ფატი მუმლაძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

ღონისძიება ლიდერებისა და მონაწილეების მიერ შესრულებული, არაერთი საინტერესო  მუსიკალური ნომერით გაგრძელდა, რომელიც  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა.  

„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით  გაიუმჯობესონ  კვლევითი უნარები.

 ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

 საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები.

 

 

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად