კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.
საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსმა ფატი მუმლაძემ გახსნა.
ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს ცხოვრებისეულ გამოწვევებზე, ახალგაზრდულ მისწრაფებებზე, ადამიანის თავისუფლებაზე და პატრიოტიზმზე ესაუბრა. მოუწოდა ჯანსაღი ცხოვრების წესისკენ და მათ კარიერული წინსვლა უსურვა.
პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. კონსულტანტებს და ცენტრის თანამშრომლებს კონკურსების სრულყოფილად განხორციელებისათვის მადლობა გადაუხადა.
მონაწილეებს სიტყვით მიმართეს და თავიანთი რჩეულები დაასახელეს პროექტის კონსულტანტებმა - მწერალმა და ლიტერატურის კრიტიკოსმა ლექსო დორეულმა, მწერალმა ოთარ ჯირკვალიშვილმა, მხატვრებმა - გოგა ჯაფარიძემ და ნინო ქოქიაშვილმა.
კონკურსის გამარჯვებულები, ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და პროგრამების მართვის დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ სერთიფიკატებით და სხვადასხვა საჩუქრით დააჯილდოვეს.
ლიტერატურული კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:
• თამარ წულაია
• თამუნა ჯინჭველიშვილი
• ლიზი ხარაზიშვილი
• ლიზი თურქია
• ლუკა წიკლაური
• ლიზი ახალაძე
• მარიამ სიმონიშვილი
• ლიზი კლდიაშვილი
• თეკლა მეგრელი
• მედეა წოწორია

ოთარ ჯირკველიშვილის რჩეულები -სალომე ანანიძე და მარიამ მაგრაქველიძე
ლექსო დორეულის რჩეული- ლიზი კლდიაშვილი

ახალგაზრდა პროზაიკოსების მიერ შექმნილი ნაწარმოებებით კრებული გამოიცემა, რომელიც ბრაილის შრიფტითაც დაიბეჭდება და განკუთვნილი იქნება მცირემხედველთათვის და უსინათლოებისთვის.
მხატვრული კონკურსის გამარჯვებულები:
• დიმა ჩუბინიძე
• ქეთი მუსელიანი
• ნუცა სიხარულიძე
• მაკა გრიგალაშვილი
• ნინო ლიპარტელიანი
• საბა გოგოლაძე
• ლევან კაკულია
• საბა დოლიკაშვილი
• თორნიკე კოპალიანი
• სალომე ჩიტაიშვილი
• ანა კიზირია
• ომარ ჯავახიშვილი

მათი ნამუშევრებით კედელის კალენდარი აიკინძება, რომლის ყდა თამარ ყიფიანის ნახატით გაფორმდება.

დემეტრე ბესალიაშვილის, დაჩი ხოშტარიას, მარიამ სანდროშვილის, ლაშა დოლიძის, მარიამ ბეროძის, თებროლე ქემოკლიძის, რუსუდან გაგნიძის, მაია შუბლაძის, ნინო ბურჯანაძის, ნიკა მესხიშვილის, ნიკა დარსალიას და ლიანა მაისურაძის ნახატებით მაგიდის კალენდარი აიკინძება, ხოლო ყდა ნანი ჩაკვეტაძის მიერ შესრულდება.
პროექტი „ახალგაზრდა ხელოვანი“ ხატვისა და წერის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს აერთიანებს.

სხვა სიახლეები

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სოხუმი
ვრცლად

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმარ
ვრცლად

პროექტში „CYNC სივრცე“ თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართ
ვრცლად