კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმართა და დასახული მიზნების წარმატებით განხორციელება უსურვა. გაერთიანებულ შეხვედრას ახალგაზრდა ლიდერები, მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურებისა და სპორტული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი, გაერთიანებული ერების განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ორგანიზაციის (UNESCO-ს) დაფინანსებით, ახორციელებს პროექტს „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“.

პროექტი მიზნად ისახავს სპორტის, როგორც ახალგაზრდების სამოქალაქო და სოციალური ინკლუზიის ინსტრუმენტის პოპულარიზაციას.

პროექტის ამოცანებს წარმოადგენს:
• სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და ახალგაზრდებთან 
მომუშავე სამთავრობო და არსამთავრობო ორგანიზაციებს შორის 
თანამშრომლობის ხარისხის გაზრდა.

• ახალგაზრდული და სპორტული საქმიანობების მიზნების გაერთიანება 
ბავშვებისა და ახალგაზრდების განვითარების ხელშესაწყობად;
• ინკლუზიური სპორტის პოპულარიზაცია;
• ჯანსაღი კვების და ფიზიკური აქტივობების პოპულარიზება ახალგაზრდებში;
• ახალგაზრდების გაძლიერება სამოქალაქო აქტიურობის ხელშესაწყობად;

პროექტის ფარგლებში ქართულ ენაზე ითარგმნება და გამოიცემა „SALTO-YOUTH INCLUSION AND DIVERSITY RESOURCE CENTRE“ - ის მიერ შექმნილი სახელმძღვანელო „FIT FOR LIFE” რომლის მიხედვითაც შემდგომში შერჩეულ მონაწილეებთან ჩატარდება სატრენინგო ციკლები.

 

იხილეთ ვრცლად

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად