კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის „მომავლის ბანაკში“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აცხადებს მონაწილეობის მსურველთა მიღებას შაორის  „მომავლის ბანაკში“.

 

27 ივლისიდან  12 აგვისტოს ჩათვლით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და  სსიპ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის“,  საქართველოს საპატრიარქოს „წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის“, სსიპ „იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, სსიპ „სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის“, სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის“,  ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს  „წმინდა თამარ მეფის სახელობის უნივერსიტეტის“ ,  სსიპ „ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის“, სსიპ „გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის“, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში,   შაორის „მომავლის ბანაკს“  600 სტუდენტი ეწვევა.

ახალგაზრდები, ასევე   ღია მიღების საფუძველზე, სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად შეირჩევიან. (რეგისტრაციის მიხედვით პირველი 200 მონაწილე; სქესთა ბალანსის დაცვით - 100 გოგონა, 100 ბიჭი).

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების 18-25 წლის სტუდენტებს.

პროგრამის 5 თემატური დღე მოიცავს სხვადასხვა საგანმანათლებლო,  კულტურულ და სპორტულ აქტივობას.

ნაკადების განხორციელების ვადები:

14 აგვისტო - 18 აგვისტო;

20 აგვისტო - 24 აგვისტო;

26 აგვისტო - 30 აგვისტო.

მსურველმა უნდა შეავსოს სპეციალური სააპლიკაციო ფორმა და ატვირთოს სავალდებულო დოკუმენტები PDF  ან JPG ფორმატში.

•           პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

•           ცნობა უმაღლესი ან პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის აქტიური სტატუსის შესახებ;

•           ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა 100).

აპლიკაციის მიღების ბოლო ვადა 10 აგვისტო.

ელ-ფოსტა: shaoribanaki@gmail.com

  სააპლიკაციო ფორმა

სხვა სიახლეები

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა“ და სსიპ „სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. თანამშრომლობის დოკუმენტს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და სოხუმი
ვრცლად

„კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“

პროექტის „კომპეტენციის გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთვის“ ფარგლებში შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. პროექტის მონაწილეებს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ სიტყვით მიმარ
ვრცლად

პროექტში „CYNC სივრცე“ თბილისში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი 100-მდე ახალგაზრდა იღებდა მონაწილეობას

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა" და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ორგანიზებით, პროექტის „CYNC სივრცე“ ფარგლებში, ორდღიანი შემეცნებით-გასართობი ტრენინგი გაიმართ
ვრცლად

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა. საღამო ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროგრამების სამსახურის უფროსმა ფატი მუმლაძემ გახსნა. ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მოზარდებს ც
ვრცლად