კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

აჭარის რეგიონიდან 100 ახალგაზრდა შაორის „მომავლის ბანაკში“ დაისვენებს

მსოფლიო ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქ. ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გაიხსნა. წარმოდგენილი იყო ცენტრის პროგრამების პრეზენტაცია და სამომავლო გეგმები.
ღონისძიება აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა.
ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა ახალგაზრდებს არაფორმალურ განათლებაზე, ახალგაზრდულ გამოწვევებზე, მიზნებზე და პოლიტიკის მნიშვნელობაზე ესაუბრა. ასევე, ცენტრის უფროსის გადაწყვეტილებით, აჭარის რეგიონიდან 100 ახალგაზრდა შაორის „მომავლის ბანაკში“ დაისვენებს.
ღონისძიების დასკვნით ეტაპზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრსა და რეგიონულ ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომლის მიზანია განსაზღვროს თანამშრომლობის ჩარჩოები - არაფორმალური განათლების, შემეცნებით აქტივობებში ჩართულობის, მოხალისეების და თანატოლგანმანთლებელთა პროგრამებში მონაწილეობის, ტრენერებისა და ლიდერების საბანაკე პროცესებში ჩართვის ფარგლებში.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად