კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა

18 აგვისტოს, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ დაიხურა, სადაც  1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნო!

 ბანაკი გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მიმდინარეობდა. 

ღონისძიებაზე  დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა შალვა ძინძიბაძემ. 

ცენტრის უფროსმა ყველა სამთავრობო სტრუქტურას მადლობა გადაუხადა ბანაკის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. ახალგაზრდებს კი წარმატება,  წინსვლა და დასახული მიზნების განხორციელება უსურვა.

საღამოზე  ლიდერებისა და ბანაკის მონაწილეების მიერ  არაერთი საინტერესო  მუსიკალური ნომერი შესრულდა. ღონისძიება  საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით, დროშის აღმართვით და ფოიერვერკით დასრულდა. 

ბანაკის დახურვის ცერემონიალს სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, ცენტრის უფროსის მოადგილეები ნინო ვადაჭკორია და ვახტანგ ბააკაშვილი, ცენტრის ბანაკების მართვის სამსახურის უფროსი იასონ კიზირია და  მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 

 „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“  ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკია, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ქონდათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით  გაეუმჯობესებინათ  კვლევითი უნარები.

 ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდებოდა და პროგრამა დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებული იყო მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

 თეორიულმა და პრაქტიკულმა სავარჯიშოებმა/აქტივობებმა მონაწილეებს საშუალება მისცა აემაღლებინათ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთული იყო ისეთი სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებოდნენ  ბანაკის მონაწილეები.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად