კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ევროკავშირის მხარდაჭერით მართავს საერთაშორისო ბანაკს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ საქართველოში

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, ევროკავშირის მხარდაჭერით მართავს საერთაშორისო ბანაკს „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ საქართველოში, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას.

14 დღის განმავლობაში ბანაკი, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით, ახალგაზრდებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროში. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც განხორციელებულ იქნება მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით.
ბანაკი ოფიციალურად 20 აგვისტოს გაიხსნება. გახსნის ღონისძიებას საელჩოების, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების წარმომადგენლები, ახალგაზრდები და თემით დაინტერესებული პირები დაესწრებიან.
პროექტის - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2020” საქართველოში, მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა.

ბანაკი არის მოსამზადებელი ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის.
აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არის ზოგად განათლებაზე ორიენტირებით, ახალგაზრდობის განვითარების რეგიონული მიზნების ნაწილი. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად