კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ გაიხსნა!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ გაიხსნა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა მიიღებს მონაწილეობას. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ, „ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში“ - პროგრამის მენეჯერმა ნინო სამველიძემ და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თანამშრომელმა და პროგრამის მენეჯერმა ნინო მიხანაშვილმა. ცენტრის უფროსმა ახალგაზრდებს საინტერესო და წარმატებული საბანაკე პერიოდის გატარება უსურვა. ასევე, მადლობა გადაუხადა მათი სახელმწიფოების წარმომადგენლობებს: „მინდა გულწრფელი მადლობა გადავუხადო თქვენი ქვეყნების წარმომადგენლობებს, რადგან საშუალება მოგეცათ ჩართულიყავით ამ არაჩვეულებრივ პროექტში. ცენტრმა შეძლო და წელს როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ასევე უცხოეთიდან 10 000-მდე ბავშვი ჩართო საბანაკე პროგრამაში. ეს არის საქართველოს მთავრობის სისტემური მიდგომა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი.“ გახსნის ღონისძიებას უკრაინის ელჩის მოადგილე ოლეგ პოჰონეთსი, კახეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, ამერიკის საელჩოს წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. 14 დღის განმავლობაში ბანაკი, არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით, ახალგაზრდებს შესთავაზებს როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ სესიებს ახალგაზრდული მუშაობის სხვადასხვა სფეროში. პროგრამის ფარგლებში, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ ერთმანეთს გაუზიარონ ახალგაზრდობის აქტივობის პრაქტიკა. ბანაკის დასასრულს, მონაწილეები მოამზადებენ საპროექტო წინადადებებს, რომლებიც განხორციელებულ იქნება მათ ქვეყნებში, ბანაკის შემდგომი აქტივობების სახით. პროექტის - „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 – 2020” საქართველოში, მთავარი მიზანია ახალგაზრდების მხარდაჭერა და მომზადება საერთო ევროპული ღირებულებებით და აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონში თანამშრომლობის, მულტიკულტურული გაგებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობა. ბანაკი არის მოსამზადებელი ფაზა აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის მოსწავლეებისთვის და სხვა დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა არის ზოგად განათლებაზე ორიენტირებით, ახალგაზრდობის განვითარების რეგიონული მიზნების ნაწილი. პროექტი წარმოადგენს აღმოსავლეთ თანამეზობლობის რეგიონში, ევროკომისიის 2020 წლისთვის მისაღები 20 შედეგიდან ერთ-ერთს.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად