კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ფესტივალი „ფანARTი"2016. ფოლკლორის საღამო

დღეს, ფესტივალ „ფანARTის" ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის კინოდარბაზში ფოლკლორის საღამო მოეწყო, სადაც ქართული ხალხური სიმღერები შესრულდა. კონცერტი გ. თავართქილაძის სახელობის უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ივერთამ“ გახსნა, სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ანსამბლები: „იავნანა“ ( საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი), გიორგი მთაწმინდელის სახელობის საეკლესიო გალობის უმაღლესი სასწავლებლის მომღერალთა გუნდი, „ფერხისა“ (ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლი) და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლის ანსამბლი. საღამო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ანსამბლმა „დეკამ“დახურა. მონაწილეების მიერ შესრულებულ ქართულ-ხალხურ სიმღერებს დარბაზში მსხდომთა მქუხარე აპლოდისმენტები და ფესტივალის კონსულტანტის სვიმონ ჯანგულაშვილის განსაკუთრებული შეფასება მოჰყვა; „ გახარებული ვარ როგორც მუსიკოსი. ფანარტი არის მოვლენა, რომელიც ნიჭიერ ახალგაზრდებს თვითგამოხატვისა და სცენაზე დგომის საშუალებას აძლევს“ -აღნიშნა კონსულტანტმა.     ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული  

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად