კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა. ღონისძიება აბაშის მერმა ლევან მაკალათიამ გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა. მან საქართველოს მთავრობას, ბანაკის ორგანიზატორებს და ბატონ გიგა გაბელაიას მადლობა გადაუხადა ბანაკის სრულყოფილად განხორციელებისათვის. სკაუტური ბანაკის მნიშვნელობაზე და პროგრამაზე ისაუბრა ბანაკის ხელმძღვანელმა გიორგი ხვინთელანმა. საღამოზე ლიდერებისა და მონაწილეების მიერ არაერთი სახალისო მუსიკალური ნომერი შესრულდა. სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ ხორციელდება მსოფლიო სკაუტური მოძრაობის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით. საბანაკე პროგრამა 8 დღისგან შედგება და აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს. საბანაკე პერიოდში თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ. ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ 8-25 წლის ბავშვებსა და ახალგაზრდებს. პროექტი განხორციელდება „საქართველოს სკაუტურ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით.

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონა
ვრცლად