კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ზუგდიდის მერმა გიორგი შენგელიამ და ახალგაზრდებს წარმატებები და კარიერული წინსვლა უსურვა. ღონისძიებას ზუგდიდის მერის მოადგილეები გიგა ფარულავა და კონსტანტინე კაკავა, საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორი კახაბერ ფარცვანია, უკრაინულ-ქართული კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის უფროსი იულია დუბეი და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „მომავლის ბანაკის“ მიზანია თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალგაზრდების გადამზადება, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა, მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა. პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდა და გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრა: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება. წელს ბანაკმა მოზარდების 10 ნაკადს უმასპინძლა. ჯამში 3 000 -მდე მოსწავლემ უფასოდ დაისვენა!

 

იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად

„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და ევროკავშირის მხარდაჭერით „ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2019“ დაიხურა, რომელშიც აღმოსავლეთ პარტნიორობის რეგიონიდან და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან 100 ახალგაზრდა იღებდა მონა
ვრცლად