კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

აუტიზმის საერთაშორისო დღე

აუტიზმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ სახელმწიფო სტრუქტურების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ღონისძიება ცენტრის უფროსის მოადგილემ ნინო ვადაჭკორიამ გახსნა. დამსწრეებს სიტყვით მიმართა ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და შშმ, იძულებით გადაადგილებული და გსმ პირების ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტის უფროსის მ/შ ბელა სარიამ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ, რევაზ ჯაველიძემ ვრცლად ისაუბრა სამინისტროს მისწრაფებებსა და სამომავლო გეგმებზე. შეხვედრის მთავარ მიზანს რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენდა, რომლებიც შემდგომში საკანონმდებლო ინიციატივების შესამუშავებლად და აღმასრულებელი ხელისუფლებისათვის პრიორიტეტების წარსადგენად იქნება გამოყენებული. სამუშაო შეხვედრაში ჩართულები იყვნენ დღის ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით, აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა მშობლები, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ქ.თბილისის მერიის, საკრებულოს, ჯანდაცვისა და სოც.მომსახურების სამსახურის, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სახალხო დამცველის, ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წარმომადგენლობა, სხვადასახვა უმაღლესი სასწავლებლების ფსიქოლოგიის ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტები (რომლებიც იკვლევენ აუტისტურ სპექტს), ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის თამშრომლები, სოციალურ მუშაკთა ასოციაცია და აღნიშნული თემით დაინტერესებული სხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები. ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული 

სხვა სიახლეები

კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

17 მაისს ზუგდიდში, პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანი“ შესარჩევი ეტაპი გაიმართა, რომელსაც კონსულტანტები - მხატვარი გოგა ჯაფარიძე, მწერალი ოთარ ჯირკვალიშვილი და მწერალი და ლიტერატურის კრიტიკოსი ლექსო დორეული უძღვებოდნენ. ბავშვთა და ახალგაზრდობის
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ქ. ზუგდიდს ესტუმრა

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე“ ამჯერად ქ. ზუგდიდს ესტუმრა. შეჯიბრის პირველი დღე სპრინტს, ფეხბურთსა და ჭადრაკს დაეთმო. გამარჯვებული მონაწილეები, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ მანავის „სპორტულ-შემეცნებით
ვრცლად

„CYNC ქსელი“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, 13-15 მაისს ქალაქ ბათუმში, პროექტის „CYNC ქსელი“ ფარგლებში, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის, სპორტისა და კულტურის სამსახურების წარმომადგენლებთან და რეგიონული საგანმანა
ვრცლად

ტურნირი „სპორტი ბარიერების გარეშე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიმდინარეობს, რომელშიც საქართველოს ყველა რეგიონის 12-16 წლის სპორტის მოყვარული მოზარდები (გოგო-ბიჭი) ჩაერთვებიან.
ვრცლად