კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ფანARTი“ 2016. ფოტოგრაფიის და სტენსილის დღე

ფესტივალის მეშვიდე დღე ფოტოგრაფიას და სტენსილის მიმართულებას დაეთმო. ხელოვნების გულშემატკივრებმა ხუთი დამწყები ფოტოგრაფის გამოფენა დაათვალიერეს. მონაწილეები საფესტივალოდ კონსულტანტმა, გურამ წიბახაშვილმა შეარჩია. აბო ახვლედიანმა, ანა რეხვიაშვილმა ნანა კუჭუხიძემ, ნინო საბაძემ და თამარ გელაშვილმა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის საგამოფენო სივრცე საკუთარი ნამუშევრებით შეავსეს. დამთვალიერებელმა სხვადასხვა თემაზე მომზადებული მრავალფეროვანი ფოტორეპორტაჟი იხილა, რომლებიც ფოტოგრაფმა გურამ წიბახაშვილმა შემოსული აპლიკაციებიდან - ხარისხის, კომპოზიციურობის და ხედვის ნიშნით გამოარჩია: „ფესტივალი ფანARTი მნიშვნელოვანი წამოწყებაა ახალგაზრდებისთვის. გასული წლის რჩეული ვახო ხეთაგური დღეს უკვე სერიოზულ ფოტოგრაფიას მისდევს და მან არა ერთი პერსონალური გამოფენა გამართა. ეს არის შედეგი ამ ფესტივალის“-აღნიშნა „ფანARTის“ კონსულტანმა. ღონისძიების მეორე ნაწილი სტენსილს დაეთმო. მირიან შენგელაიამ და კონსულტანტმა DR.LOVE ღონისძიება სანახაობრივი გახადეს და ადგილზე „სთრით არტი“ შექმნეს. მანამდე კი მასტერკლასი ჩაატარეს თემაზე - რა არის და როგორ უნდა შეიქმნას სტენსილი. დამსწრე საზოგადოებამ ფესტივალის ყველაზე პატარა მონაწილე, 13 წლის ლევან ტყაბლაძეც გაიცნო. სტენსილის მიმართულება „ფანARTზე“ წელს პირველად იყო წარმოდგენილი.     ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული  

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად