კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის მიერ, ბავშვთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული დასრულდა. ღონისძიებების დასკვნით ეტაპზე ცენტრის თანამშრომლებმა ქ.თბილისის სკოლების თვითმმართველობების წარმომადგენლებთან, ბავშვთა უფლებების შესახებ შეხვედრა/ტრენინგი გამართეს. კვირეული 30 მაისიდან - 2 ივნისის ჩათვლით ცენტრის ორგანიზებით მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა აქტივობა გაიმართა, მათ შორის: ცენტრის ბენეფიციარებისა და დასი ,,მიმოსვლის“ მსვლელობა და კოსიტიუმირებული შოუ, ასევე აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდების შემოქმედებითი ცენტრის ბენდის ,,ოცნება“ კონცერტი ჩატარდა. ამავე საღამოს მოზარდებმა ცეცხლოვანი ფრანები გაუშვეს. მომდევნო დღეებში პროექტის „თავისუფალი სივრცე“ ფარგლებში მოწვეულმა სტუმარმა, ტექინოვაციების სპეციალისტმა ნინუცა ნანიტაშვილმა მოზარდებთან წარმატებასა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე მასტერკლასი გამართა. საღამოს კი სსიპ „აფხაზეთის მოზარდ-ახალგაზრდების შემოქმედებითი ცენტრის“ საესტრადო განყოფილება პირველი კონცერტით წარსდგა. ფოტოალბომის სანახავად იხილეთ ბმული 

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად