კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს წარმომადგენლებს უმასპინძლა.

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს ლიტვის რესპუბლიკის საოჯახო და საზოგადოებრივი დეპარტამენტის დირექტორი, სოციალური დაცვისა და შრომის ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე და ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დირექტორი ესტუმრნენ. სტუმრებს მიესალმა და სიტყვით მიმართა ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ. შეხვედრაზე ცენტრის თანამშრომლება ფატი მუმლაძემ და თამთა ხუციშვილმა ცენტრის საქმიანობის ამსახველი პრეზენტაცია წარმოადგინეს. ცენტრის უფროსმა და შეზღუდული შესაძლებლობის, იძულებით გადაადგილებული და განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების დეპარტამენტის უფროსმა ბელა სარიამ სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა და ადაპტირებული გარემო დაათვლიერებინეს. პროგრამებისა და ბანაკების მართვის დეპარტამენტის უფროსმა თეა ყიფშიძემ მათ სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.
ლიტვის რესპუბლიკის წარმომადგენლები საქართველოში სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და ლიტვის რესპუბლიკის სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს შორის ახალგაზრდობის სფეროში გაფორმებული სამოქმედო გეგმის ფარგლებში იმყოფებიან.

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად