კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ანაკლიის „მომავლის ბანაკს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრა.

ანაკლიის „მომავლის ბანაკს" განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესტუმრა. მას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ცენტრის უფროსის მოადგილემ ზურაბ ცოფურაშვილმა უმასპინძლეს. ინფრასტრუქტურის დაათვალიერების შემდეგ, მინისტრი ახალგაზრდებს სხვადასხვა საინტერესო თემაზე გაესაუბრა და მათ შეკითხვებს უპასუხა. „მომავლის ბანაკი“ მოზარდების მერვე ნაკადს მასპინძლობს. ბანაკში საღამოს ღონისძიება სპორტული ოლიმპიადის გახსნას დაეთმო, მოაწილეებმა სხვადასხვა ქვეყანა წარმოადგინეს და ოლიმპიური ცეცხლი აანთეს. ღონისძიების დასრულების შემდგომ მინისტრმა და ბავშვებმა ერთმანეთს შთაბეჭდილებები გაუზიარეს და სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს. „ ვულოცავ ჩვენს სამშობლოს, რომ 2300ზე მეტმა ბავშვმა შეძლო ასეთ არაჩვეულებრივ პროგრამაში მონაწილეობის მიღება. მსგავსი ბანაკი უნდა გვქონდეს რაც შეიძლება მეტი.მადლობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ასეთი შესანიშნავი პროგრამისთვის.“- განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

სხვა სიახლეები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტის - „გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის“ ბენეფიციარების მიერ სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და საქართველოს იუნესკოს (UNESCO) საქმეთა ეროვნული კომისია ერთობლივ პროექტს იწყებს, რომელიც რეგიონული ახალგაზრდების გაძლიერებას ისა

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს იუნესკოს (UNESCO) საქმეთა ეროვნული კომისიის“ ფინანსური მხარდაჭერით 2019 წელს განახორციელებს პროექტს “კომპეტენციების გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთ
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროექტი

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის -„ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“/„Young Leaders for SDGs“ წარმატებით დასრულების დოკუმენტს მოაწერეს ხელი
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებს დასაქმებას სთავაზობს!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრო კონფერენციას - „მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში“
ვრცლად