კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„CYNC კვირეული გორში“

,,ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით „CYNC კვირეული გორში“ დაიწყო, რომელშიც შავშვების, ხურვალეთის, სკრის, ბერბუკისა და გორის საჯარო სკოლების 14-16 წლის მოზარდებისგან დაკომპლექტებული 30 კაციანი ჯგუფი მონაწილეობს. არაფორმალური განათლების კვირეული 6 დღე გაგრძელდება. სამი დღის განმავლობაში (25-27 სექტემბერი) ტრენინგები ჩატარდება შემდეგ თემებზე: გუნდური მუშაობა; ეფექტური კომუნიკაცია; ბავშვთა უფლებები; აქტიური მოქალაქეობა; შშმ პირთა უფლებები; მოხალისეობა;მომდევნო სამი დღე კი თბილისში ვიზიტს დაეთმობა, სადაც მონაწილეები მოინახულებენ საქართველოს ეროვნულ მუზეუმს, ძველ თბილისის ღირშესანიშნაოებებს და ჩაერთვებიან გასართობ-შემეცნებით თამაშში - „CITY GAME ”, დაესწრებიან მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლს „თეთრი იასამანი“. გაეცნობიან უშუსა და ხრიდოლის აქტივობებს, ასევე მონაწილეობას მიიღებენ გამწვანების აქციაში. ბოლო დღეს შეჯამდება „CYNC კვირეულის“ აქტივობები და მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად