კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

შემაჯამებელი ღონისძიება - ანონსი

15 დეკემბერს 16:00 საათზე „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვლი, მინისტრის მოადგილეები, სამთავრობო უწყებებისა და საელჩოების წარმომადგენლები, ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციები, პროექტების კონსულტანტები და ბენეფიციარები დაესწრებიან. მოწვეული სტუმრები ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად შენობის განახლებულ ინტერიერს, პროექტების ამსახველ მატერიალებს და ფოტოგამოფენას დაათვალიერებენ. ღონისძიებაზე ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი, გიგა გაბელაია 2016 წლის მანძილზე ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტებს შეაჯამებს. საღამოს დასასრულს, ცენტრის პროექტების სათანადო დონეზე განხორციელებაში ჩართულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს მადლობის სიგელები გადაეცემა.
მიმდინარე წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა 22 პროექტი განახორციელა, რომელშიც 12.171 ბენეფიციარი იყო ჩართული.

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად