კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება.

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში“ 2016 წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. ცენტრის ხელმძღვანელობამ და მოწვეულმა სტუმრებმა შენობის განახლებული ინტერიერი, პროექტების ამსახველი ფოტოგამოფენა და ბეჭდური მასალები დაათვალიერეს. ღონისძიებაზე ცენტრის უფროსმა, გიგა გაბელაიამ 2016 წლის მანძილზე ცენტრის მიერ განხორციელებულ პროექტები შეაჯამა. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და ცენტრის საქმიანობაზე ისაუბრა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ აკაკი ლოდიამ.
„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა საქართველოს პრემიერ - მინისტრს ბატონ გიორგი კვირიკაშვილს. ასევე, მადლობის სიგელები გადაეცათ ცენტრის პროექტების სათანადო დონეზე განხორციელებაში ჩართულ სამინისტროებსა და ორგანიზაციებს: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს- სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრს, სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს, საქართველოს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობას,გორის მუნიციპალიტეტის გამგეობას, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, სოციალური მომსახურების სააგენტოს, ჩეხურ ორგანიზაციას „ადამიანი გაჭირვებაში“(PIN), სმენისა და მეტყველების დარღვევის მქონე ბავშვთა დახმარების ასოციაციას, ა(ა)იპ - „ბავშვი და გარემოს“. მიმდინარე წელს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა 22 პროექტი განახორციელა, რომელშიც 12.171 ბენეფიციარი იყო ჩართული.
იხილეთ ბმული:

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად