კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ევროკავშირი ახალგაზრდული პროექტების დასაფინანსებლად კონკურსს აცხადებს

აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებისთვის ევროკავშირი ახალგაზრდობის მიმართულებით ახალ ფანჯარას ხსნის. აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მარტი, 15:00 საათი თბილისის დროით (12:00 საათი ბრიუსელის დროით) აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა წარმოადგენს ახალ ინიციატივას, რომელიც განხორციელდება ერასმუს+ პროგრამის მეორე კომპონენტის ფარგლებში - „შესაძლებლობების განვითარება ახალგაზრდობის მიმართულებით". ინიციატივა დაფინანსების მოპოვების შესაძლებლობას აძლევს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ორგანიზაციებს საქართველოდან, სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვადან და უკრაინიდან. აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდობის ფანჯარა ასევე წარმოადგენს "ევროკავშირი ახალგაზდობისთვის" (EU4Youth programფართო ინიციატივის ერთ-ერთი კომპონენტს, რომლის მიზანია მხარი დაუჭიროს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ახალგაზრდობის აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ეკონომიკის სფეროში. რა სახის აქტივობები იქნება მხარდაჭერილი? პროექტების დაფინანსება განხორციელდება შემდეგი მიმართულებებით: Ø  Civil Society fellowships for youth; Ø  Partnerships for entrepreneurship; ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება? პროექტის წარდგენა შეუძლიათ აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში დაფუძნებულ ორგანიზაციებს: Ø  არაკომერციული -არასამთავრობო ორგანიზაცია; Ø  ახალგაზრდული ნაციონალური საბჭო; Ø  სახელმწიფო ორგანო ადგილობრივ, რეგიონულ ან ეროვნულ დონეზე; Ø  კერძო კომპანია, მათ შორის  სოციალური საწარმო. აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში აპლიკაციის წარდგენის ბოლო ვადაა 2017 წლის 8 მარტი, 15:00 საათი თბილისის დროით (12:00 საათი ბრიუსელის დროით)  დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს: https://eacea.ec.europa.eu/erasmus-plus/funding/capacity-building-in-field-youth-2017 აღმოსავლეთ პარტნიორობის ახალგაზრდული ფანჯრის ფარგლებში სხვა შესაძლებლობების თაობაზე გთხოვთ, იხილოთ თანდართული ფაილი. მიმაგრებული დოკუმენტები :erasmus_(doc) იხილეთ ბმული

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად