კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა 14 ივნისი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებით აღნიშნა. ცენტრის ფოიეში ინკლუზიურმა ჯგუფმა პარაოლიმპიურ სპორტულ აქტივობაში - „ბოჩა“ მიიღო მონაწილეობა. საჩვენებელი გამოსვლა მოეწყო „უშუს“ სპორტულ სახეობაში. დასი „მიმოსვლა“ დამსწრეების წინაშე თეატრალური პერფორმანსით წარსდგა. მოგვიანებით სტუმრებმა ცენტრის კინოდარბაზში გადაინაცვლეს, სადაც შშმ პირთა უფლებების შესახებ სოციალური ვიდეორგოლის პრეზენტაცია გაიმართა. დასასრულს კინოფილმის – ,,ელენის ყურებით“ ჩვენება მოეწყო. ღონისძიებას , ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია,უფროსის მოადგილე ნინო ვადაჭკორია და ცენტრის დეპარტამენტის უფროსი ბელა სარია ესწრებოდნენ. 14 ივნისს საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნება. ამ დღის მიზანია, კიდევ ერთხელ შეახსენოს საზოგადოებას, რომ ისინი საზოგადოების თანასწორუფლებიანი წევრები არიან და აუცილებელია მათი უფლებების დაცვა, მათთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნის უზრუნველყოფა. [gallery type="slideshow" size="full" ids="642,643,644,645,646,647,648,649,650,651,652,653,654,655,656,657,658,659,660,661,662,663,664,665,666,667,668,669"]

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად