კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის სამწლიანი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა.

27 იანვარს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ევროპის მოხალისეობრივი სამსახურის სამწლიანი აკრედიტაცია წარმატებით გაიარა. აკრედიტაციის ფარგლებში ცენტრს შესაძლებლობა მიეცემა მიიღოს ევროპელი მოხალისეები საქართველოში, ამავდროულად, შეარჩიოს და გაგზავნოს მოხალისეები ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ხოლო ცენტრის წარმომადგენლები მონაწილეობას მიიღებენ მოხალისეობრივი სამსახურის კოორდინატორების ყოველწლიურ შეხვედრებში, რომლებიც პროგრამაში ჩართულ ქვეყნებში იმართება. „ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა" არის ევროკომისიის ინიციატივის - „ახალგაზრდობა მოქმედებაში" ერთ-ერთი მიმართულება, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია ევროპის ქვეყნებში მცხოვრებ 18-30 წლის ახალგაზრდებს. პროგრამის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს უფინანსდებათ (მგზავრობის, კვებისა და ცხოვრების ხარჯები) მოხალისეობრივი სამსახური ევროპის ქვეყნებში. სამსახურის ხანგრძლივობა შეიძლება იყოს 2-დან 12 თვემდე. პროგრამის ფარგლებში მოხალისე, თავისი ინტერესებიდან გამომდინარე, ირჩევს მისთვის სასურველ მიმართულებას (ახალგაზრდული პოლიტიკა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, საოფისე საქმიანობა, ხელოვნება, სხვ.) რომელშიც ის მოხალისეს სტატუსით ჩაერთვება. „ევროპის მოხალისეობრივი პროგრამა" მიზნად ისახავს: ახალგაზრდებში საერთაშორისო მოხალისეობრივი სამსახურის ხელშეწყობას; ახალგაზრდებს შორის ტოლერანტობისა და სოლიდარობის ზრდის ხელშეწყობას; ახალგაზრდებში აქტიური მოქალაქეობისა და ურთიერთგაგების ხელშეწყობას.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად