კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„თემის ლიდერთა პროგრამა“

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ევროპის საინფორმაციო და საკონსულტაციო სააგენტოს დაფინანსებითა და მხარდაჭერით ახორციელებს EUth-ის 2016 წლის საგრანტო კონკურსის გამარჯვებულ პროექტს - „თემის ლიდერთა პროგრამა“. აღნიშნული პროექტი ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის - „Horizon 2020“ -  ფარგლებში ხორციელდება. პროექტის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდა. პროექტის განხორციელებაში ჩართული 14-20 წლის ახალგაზრდები გამოიმუშავებენ  სამოქალაქო კომპეტენციებს, რათა შეძლონ საკუთარი საპროექტო წინადადებების ადვოკატირება და საზოგადოებისთვის წარდგენა ელექტრონული პლათფორმის - OPIN-ის მეშვეობით. პროექტი „თემის ლიდერთა პროგრამა“ სამ ძირითად ეტაპად იყოფა:
  • პირველ ეტაპზე მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში შეიძენენ ჩართულობისთვის საჭირო ცოდნასა და გამოცდილებას;
  • მეორე ეტაპზე ახალგაზრდები შეიმუშავებენ პროექტებს და მხარდაჭერის მოსაპოვებლად გაავრცელებენ ინფორმაციას თემში;
  • მესამე ეტაპზე გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერით ახალგაზრდები შეუდგებიან საკუთარი იდეების განხორციელებას.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირები გაივლიან ონლაინ რეგისტრაციასა და გასაუბრებას. სიახლეების გასაცნობად ეწვიეთ: www.cync.ge და https://www.facebook.com/cync.ge.   აპლიკაციის ფორმა

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად