კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ინკლუზიური პროექტი „არტიშოკი“ აცხადებს მონაწილეთა მიღებას!

თუ ხარ 14-29 წლამდე, გინდა იყო აქტიური, გსურს პიროვნული წინსვლა და გაქვს თეატრალური მონაცემები, მაშინ ინკლუზიური პროექტი „არტიშოკი“ შენთვისაა! ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საშუალებას გაძლევთ საფუძვლიანად დაეუფლოთ: • მსახიობის ოსტატობას; • სასცენო მოძრაობას; • ცეკვის ოსტატობას; • რიტმს; • მხატვრულ კითხვას; • მეტყველების კულტურას; • აკრობატიკას; • პლასტიკის ენას; ექვსთვიანი სწავლების შემდეგ პროექტის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ წარადგინონ სპექტაკლი ფართო საზოგადოების წანაშე. პროექტის ბოლოს თითოეულ მონაწილეს გადაეცემა სერტიფიკატი.
პროექტში მონაწილეობის მსურველებმა 21 მაისამდე თქვენი პირადი მონაცემები: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, მისამართი, ტელ/მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი და სამოტივაციო წერილი გამოაგზავნეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: nokitashvili@cync.ge მისამართი: ქ. თბილისი, ვაჟა-ფშაველას 76 ბ. საკონტაქტო პირი: ნათია ოქიტაშვილი - პროექტის კოორდინატორი. ქალაქის ტელ: 2 30 02 03 (123). ელ-ფოსტა nokitashvili@cync.ge

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად