კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„თავისუფალი სივრცე“

  თუ ხარ 13 - დან 16 წლამდე! თუ გინდა მიიღო არაფორმალური განათლება, გახდე აქტიური მოქალაქე და შეიძინო ახალი მეგობრები, მაშინ არ დატოვო უყურადღებოდ ეს ინფორმაცია!
პროექტი „თავისუფალი სივრცე“ გაძლევთ შანსს, გაიაროთ ტრენინგები შემდეგ თემებზე: აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, გუნდური მუშაობა, პრეზენტაციის უნარ-ჩვევები, პროექტის წერა და მართვა. ტრენინგებისა და ლექციების კურსის პარალელურად დაიწყება მუშაობა პროექტის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. თეორიულ ცოდნასთან ერთად შესაძლებლობა გექნებათ ჩაერთოთ პრაქტიკულ აქტივობებში, როგორიცაა სასწავლო ტურები ახალგაზრდულ ორგანიზაციებში, მიიღოთ მონაწილეობა საინფორმაციო და მოხალისეობის პოპულარიზაციის კამპანიებში და ა.შ. პროექტში ჩართულ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატები. მონაწილეობის მისაღებად თქვენი მონაცემები (სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, სკოლა, კლასი, ასაკი, ტელ/მობ. ნომერი და ელ. ფოსტა) გამოაგზავნეთ მისამართზე: marina.kobakhidze@yahoo.com (აუცილებლად მიუთითეთ „თავისუფალი სივრცე“). საკონტაქტო პირი: მარიკო კობახიძე ტელ: 593 72 26 00 ან +995 32 300 203 პროექტში მონაწილეობა უფასოა! მონაცემების გამოგზავნის ბოლო ვადა - 29 მაისი

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად