კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ლაგოდეხში ინკლუზიური ეკობანაკი გაიხსნა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ლაგოდეხში ინკლუზიური ეკობანაკი გაიხსნა! ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ თანასწორგანმანათლებლობის იდეით გაერთიანებულ 14-16 წლის 21 ახალგაზრდას მასპინძლობს. ქვეპროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვასა და წახალისებას. ქვეპროექტი მოიცავს შემდეგ თემებს: • აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, გუნდის მშენებლობა, თანატოლთა განათლება; • საქართველოს დაცული ტერიტორიები; • ნარჩენების მართვა; • ბუნებრივი კატასტროფები და კლიმატის ცვლილებები; • საველე პირობებში მოქცევის წესები, ექსტრემალურ სიტუაციებში თვითმობილიზება; ტრენინგის გარდა, ქვეპროექტი ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიებზე პრაქტიკულ / საველე გასვლებს, ფილმის ჩვენებას და განხილვას, ჯგუფური სავარჯიშოების შესრულებას, დასუფთავებისა და გამწვანების ღონისძიებებს და გასართობ კომპონენტს. პროექტის განხორციელებაში ჩართული უწყებები: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; სსიპ დაცული ტერიტორიები სააგენტო; საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა; საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი; ტოლერანტობის,სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარაჭერის პროგრამა „PITA“.

სხვა სიახლეები

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა

„მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში საზეიმოდ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეების მიერ საინტერესო და შთამბეჭდავი პერფორმანსი შესრულდა. საღამო საქართველოს ეროვნული ჰიმნით და გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა
ვრცლად

სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა

4 სექტემბერს აბაშის რაიონის სოფელ წყემში, სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2019“ გაიხსნა.
ვრცლად

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა

მანავის სამხედრო ბაზაზე „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ დაიხურა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1000-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა!
ვრცლად

შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა!

29 აგვისტოს შაორში „მომავლის ბანაკი“ დაიხურა. ღონისძიებაზე ბანაკის მონაწილეებისა და ლიდერების მიერ არაერთი საინტერესო მუსიკალური ნომერი შესრულდა.
ვრცლად