კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

საჯარო სემინარი და დისკუსია

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის პროექტ „თავისუფალის სივრცის“ ფარგლებში საჯარო სემინარი და დისკუსია გაიმართა „ არასრულწლოვანთა ინფორმირება მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული მექანიზმების შესახებ“. სემინარს ანა აბაშიძე უძღვებოდა. ღონისძიება სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა“ და ა(ა)იპ „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე ჩატარდა. შეხვედრის მიზანი იყო არასრულწლოვანთა ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უფლების დაცვის მექანიზმების შესახებ. ბავშვებმა მიიღეს ინფორმაცია შეტყობინების პროცედურებისა და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმის შესახებ, რომელიც მათ საშუალებას აძლევს უშუალოდ ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს.

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად