კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

ლაგოდეხში ინკლუზიურ ეკობანაკს მოზარდების მეორე ნაკადი ესტუმრა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ლაგოდეხში ინკლუზიურ ეკობანაკს მოზარდების მეორე ნაკადი ესტუმრა. ბანაკი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსულ თანასწორგანმანათლებლობის იდეით გაერთიანებულ 14-16 წლის 21 ახალგაზრდას მასპინძლობს. ქვეპროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და აღნიშნული თემებით დაინტერესებული ახალგაზრდების არაფორმალურ საგანმანათლებლო აქტივობებში ჩართვასა და წახალისებას. ქვეპროექტი მოიცავს შემდეგ თემებს: • აქტიური მოქალაქეობა, მოხალისეობა, გუნდის მშენებლობა, თანატოლთა განათლება; • საქართველოს დაცული ტერიტორიები; • ნარჩენების მართვა; • ბუნებრივი კატასტროფები და კლიმატის ცვლილებები; • საველე პირობებში მოქცევის წესები, ექსტრემალურ სიტუაციებში თვითმობილიზება; ტრენინგის გარდა, ქვეპროექტი ითვალისწინებს მიმდებარე ტერიტორიებზე პრაქტიკულ / საველე გასვლებს, ფილმის ჩვენებას და განხილვას, ჯგუფური სავარჯიშოების შესრულებას, დასუფთავებისა და გამწვანების ღონისძიებებს და გასართობ კომპონენტს. პროექტის განხორციელებაში ჩართული უწყებები: სსიპ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი; სსიპ დაცული ტერიტორიები სააგენტო; საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტი; ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის გამგეობა; ტოლერანტობის,სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარაჭერის პროგრამა „PITA“.

სხვა სიახლეები

„ინტელექტის დღე“

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მხარდაჭერითა და ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის? “ ორგანიზებით, „ინტელექტის დღე“ გაიმართა.
ვრცლად

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის

20 ოქტომბერს „ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის საზეიმოდ დაიხურა.
ვრცლად

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში

ევროპის მოხალისეთა სამსახურის (EVS - European Voluntary Service) ვაკანსია პოლონეთში პროექტის სახელწოდება: Inter-Generational Science Mixer მასპინძელი ორგანიზაცია: Omniveda Foundation, www.wiedzanasbawi.pl /FB: Fundacja Omniveda ადგილმდ
ვრცლად

საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა

ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერითა და სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით კახეთში, სასტუმროში ,,ამბასადორი კაჭრეთში" საერთაშორისო ბანაკი -„ევროპული სკოლის საზაფხულო ბანაკი 2018 საქართველოში“ გაიმართა. პროექტში აღმო
ვრცლად