კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

შაორის „მომავლის ბანაკი“ - 2017 გაიხსნა!

                                          შაორის  „მომავლის ბანაკს“  სტუდენტების პირველი ნაკადი ესტუმრა. ბანაკის ოფიციალურ გახსნას ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია, მოადგილე ნინო ვადაჭკორია და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ. ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ   სტუდენტებს სიტყვით მიმართა და მათ ბანაკში ნაყოფიერი დღეების გატარება უსურვა. ბანაკის ლიდერები სტუმრების წინაშე სხვადასხვა მუსიკალური ნომრით  წარდგნენ. ღონისძიების წამყვანმა გიორგი მოსიაშვილმა შაორის „მომავლის ბანაკი“  გახსნილად გამოაცხადა. ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიმომავლის ბანაკს" საქართველოს მთავრობის განკარგულებით (საქართველოს მთავრობის განკარგულება N 826, 2017  წლის 26 აპრილი. .თბილისი, მომავლის ბანაკის განხორციელების შესახებ) ახორციელებს. წელს  ბანაკი საქართველოს მასშტაბით 18-25 წლის აქტიური სტატუსის მქონე  1056 სტუდენტს მიიღებს. მონაწილეთა უსაფრთხო გადაადგილებას (დანიშნულების ადგილიდან შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიამდე და შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორიიდან  დანიშნულების ადგილამდე) უზრუნველყოფს საპატრულო პოლიცია. „მომავლის ბანაკის" ტერიტორიაზე მონაწილეების  უსაფრთხოებაზე  „საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს" თანამშრომლები ზრუნავენ.  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო  ბანაკს  უზრუნველყოფს მედიკამენტებით, ასევე    ექიმისა და ექთნის მომსახურებით 24 საათის განმავლობაში. პროგრამის მიზანია სხვადასხვა სახის კულტურულ-საგანმანათლებლო და გასართობ-შემეცნებითი ღონისძიებების საშუალებით საქართველოში და მის გარეთ მცხოვრები ახალგაზრდების აქტიური დასვენებით უზრუნველყოფა, მათთვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობა, ფიზიკური, სულიერი და ინტელექტუალური პოტენციალის ამაღლება, სოცილური ინტეგრაციის, ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციის ხელშეწყობა. პროგრამის განხორციელებაში ჩართულები არიან: საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო,  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“,  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ზუგდიდისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების გამგეობა.            

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი გილოცავთ შობა-ახალ წელს!

ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, კალათბურთში მედიატურნირი გაიმართა. ტურინირი დაბოლოება იყო ცენტრის მიერ წლის მანძილზე საქართველოს ყველა რეგიონში გამართული სპორტული შეჯიბრებებისა, რომელიც პროექტის „სპორტი ბარიერების გა
ვრცლად

„ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის ერთობლივი ორგანიზებით პროექტ „CYNC სივრცის“ ფარგლებშ
ვრცლად

2018 წლის შემაჯამებელი ღონისძიება

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ უფროსმა გიგა გაბელაიამ, სასტუმრო „holiday inn“-ში ცენტრის მიერ 2018 წლის მანძილზე განხორციელებული საქმიანობა შეაჯამა.
ვრცლად