კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

საერთაშორისო სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ გაიხსნა

საერთაშორისო სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ გაიხსნა! ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უფროსი გიგა გაბელაია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ნორჩმა სკაუტებმა საკუთარი გუნდების ლოგოები და სლოგანები წარმოადგინეს. მოწვეულმა სტუმრებმა მოზარდებს სიტყვით მიმართეს და მათ ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვეს. საერთაშორისო სკაუტურ ბანაკს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. მონაწილეები ტრენინგებში, ვორქშოფებში, თამაშებში, ასევე ინტელექტუალურ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. საკომუნიკაციო ენები: ქართული, რუსული და ინგლისური.

სხვა სიახლეები

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღე

დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, პროექტის - „გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის“ ბენეფიციარების მიერ სპორტული ღონისძიება ჩატარდა.
ვრცლად

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ და საქართველოს იუნესკოს (UNESCO) საქმეთა ეროვნული კომისია ერთობლივ პროექტს იწყებს, რომელიც რეგიონული ახალგაზრდების გაძლიერებას ისა

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, საქართველოს იუნესკოს (UNESCO) საქმეთა ეროვნული კომისიის“ ფინანსური მხარდაჭერით 2019 წელს განახორციელებს პროექტს “კომპეტენციების გაძლიერება ჯანსაღი ცხოვრების წესისთვის და აქტიური მოქალაქეობისთ
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრისა და ბულგარეთის საელჩოს ერთობლივი პროექტი

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის -„ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“/„Young Leaders for SDGs“ წარმატებით დასრულების დოკუმენტს მოაწერეს ხელი
ვრცლად

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი ახალგაზრდებს დასაქმებას სთავაზობს!

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსი გიგა გაბელაია დაესწრო კონფერენციას - „მოხალისეობა, სამოქალაქო ჩართულობა და ახალგაზრდები საქართველოში“
ვრცლად