კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

საერთაშორისო სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ გაიხსნა

საერთაშორისო სკაუტური ბანაკი „თავგადასავალი 2017“ გაიხსნა! ღონისძიებას სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე რევაზ ჯაველიძე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი უფროსი გიგა გაბელაია და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ნორჩმა სკაუტებმა საკუთარი გუნდების ლოგოები და სლოგანები წარმოადგინეს. მოწვეულმა სტუმრებმა მოზარდებს სიტყვით მიმართეს და მათ ბანაკში საინტერესო დღეების გატარება უსურვეს. საერთაშორისო სკაუტურ ბანაკს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაციასთან ერთად ახორციელებს. პროგრამის მიზანია ლიდერული უნარ-ჩვევებისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება. მონაწილეები ტრენინგებში, ვორქშოფებში, თამაშებში, ასევე ინტელექტუალურ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებში ჩაერთვებიან. საკომუნიკაციო ენები: ქართული, რუსული და ინგლისური.

სხვა სიახლეები

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!

გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ საზეიმოდ გაიხსნა, სადაც 1500-მდე მოზარდი ტექნოლოგიურ ინოვაციებს გაეცნობა!
ვრცლად

16 ივლისს შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!

შაორში „მომავლის ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 1000-ზე მეტი ახალგაზრდა სრულიად უფასოდ დაისვენებს!
ვრცლად

ქართველი „ნორჩი მაშველები“ საერთაშორისო შეჯიბრში იღებენ მონაწილეობას

ბელორუსიის ქალაქ გომელში რიგით მე-17 საერთაშორისო შეჯიბრი იმართება „ნორჩ მეხანძრე-მაშველებს“ შორის, სადაც საქართველოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, ყირგიზეთის, ლატვიის, არაბთა გაერთიანებული საემიროების, პოლონეთი
ვრცლად

„სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა

მანავის სამხედრო ბაზაზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ გაიხსნა, სადაც 8 ნაკადის განმავლობაში, 1200 მოსწავლე მიიღებს მონაწილეობას.
ვრცლად