კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
  • გამაჯანსაღებელი დარბაზი შშმ პირთათვის

    7 - 29 წლის 120 ბენეფიციარი
    თბილისი, სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

     

    განხორციელების პერიოდი: 01/ 01/ 2019 – 31/ 12/ 2019

     

    1.     საჭიროების ანალიზი/ აღწერა  

     

    მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და მსოფლიო ბანკის მონაცემების თანახმად, მილიარდ ადამიანზე მეტი მთელს მსოფლიოში ცხოვრობს შეზღუდული შესაძლებლობით, რაც მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 15% წარმოადგენს. აქედან 50% არ აქვს შესაძლებლობა მიიღოს ჯანმრთელობისათვის აუცილებელი ზრუნვა. დაახლოებით 3,8 პროცენტს კი არ აქვს უნარი სრულყოფილად მოახდინონ თავიანთი შესაძლებლობების რეალიზება. 

     

    აღნიშნული დეფინიციის თანახმად, შეზღუდული შესაძლებლობები განისაზღვრება არა იმით, თუ რამდენად დაავადებულია ადამიანი, არამედ იმით, თუ რა შეზღუდვა აქვს მას საკუთარი კონსტიტუციური უფლებების რეალიზებისას. რა აფერხებს მის აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საზოგადოების ფორმირებისა და ევოლუციის პროცესში მონაწილეობა მხოლოდ აქტიურ, სახელმწიფოებრივი ცნობირების მქონე მოქალაქეს შეუძლია. აქტიური მოქალაქე, სხვა მოქალაქეებთან კონსოლიდაციის გზით, სახელმწიფოსთან პარტნიორობით ცვლის მანკიერ პრაქტიკას და ამკვიდრებს დემოკრატიულ რეალობას, მოწყვლად ჯგუფებში სამოქალაქო ცნობიერება და აქტივიზმი კი ვერ მიიღწევა მუდამ სახელმწიფო დახმარების იმედად. ცვლილებაზე ორიენტირებული, აქტიური, მოქალაქე ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სწავლებისა და პრაქტიკის შედეგია.

     

    2005  წლიდან  საქართველოში აქტიურად დაიწყო შშმ პირთა სერვისების  განვითარების პროცესი. საქართველოს მთავრობის 2013 წლის 28 მარტის #74 „სოციალური რეაბილიტაციის და ბავშვზე ზრუნვის 2013 წლის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების თანახმად საქართველოში ბავშვების და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის ფუნქციონირებს შემდეგი სპეციალიზებული პროგრამები:

     

    ·      დღის ცენტრების პროგრამა: შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მაქსიმალური რაოდენობა წელიწადში არ აღემატება 956 ბავშვს (მაშინ როდესაც ორგანიზაცია „გადავარჩინოთ ბავშვების“ შეფასებით საქართველოში სულ მცირე 12 000 შშმ ბავშვია);

     

    ·      ბავშვთა რეაბილიტაციის ქვეპროგრამა: მიეწოდება რამდენიმე ასეულ ბავშვს თბილისში, ქუთაისში და ბათუმში;

     

    ·      ბავშვთა ადრეული განვითარების ქვეპროგრამა, მიეწოდება არაუმეტეს 200 ბავშვს, თბილისსა და ქუთაისში;

     

    დღის ცენტრები აწვდიან მონაწილეებს იმ აუცილებელ მომსახურებას, რომელიც საჭიროა მათი სრულფასოვანი ცხოვრების წესის შენარჩუნებისთვის. თუმცა ფუნქციიდან გამომდინარე ვერ ფარავენ სპორტულ აქტივობებსა და ფიზიკურ გამაჯანსაღებელ სერვისებს.

     

    ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება რეაბილიტაციის პროცესში არის სხვადასხვა შშმ პირზე მორგებული სპორტულ აქტივობებში ჩართვა. ასეთი ტიპის მომსახურებას წამყვანი ადგილი უკავია ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების  რეაბილიტაციის პროცესში. ფიზიკური ვარჯიშები ხელს უწყობს მათი ფუნქციური უნარების აღდგენა-განვითარებას, მათ ჩართვასა და გააქტიურებას ცხოვრების ჩვეულებრივ რიტმში, რაც თავის მხრივ, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში. ვარჯიშებით ხდება ორგანიზმის იმ ფუნქციების გააქტიურება, რომელიც დაქვეითებულია ამა თუ იმ დაავადებიდან ან მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა ექვემდებარება ნაწილობრივ აღდგენას. გამაჯანსაღებელი ვარჯიშები ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას და ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობას, რაც ამსუბუქებს ამ პრობლემით მცხოვრები ადამიანების ყოფას.

     

    2.    მიზანი/მიზნები 

     

    შშმ პირთა ჩართვა სპორტულ-გამაჯანსაღებელ აქტივობებში, მათი ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და სოციალიზაციის ხელშეწყობა.

     

    3.    მიზნობრივი ჯგუფი  და რაოდენობა

     

    7 - 29 წლის  120 ბენეფიციარი დღის სარეაბილიტაციო  ცენტრებიდან, ასევე  ინდივიდუალურად მოვარჯიშე შშმ პირები. 

     

    4.    გეოგრაფიული არეალი

     

    თბილისი, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“.

     

    5.    განხორციელების მეთოდოლოგია 

     

    სპორტული ტრენერი დამხმარე კოორდინატორთან ერთად ახალგაზრდე-ბისთვის, რომელთაც აქვთ სხვადასხვა ხასიათის ფიზიკური თუ მენტალური შეზღუდვა და საჭიროებენ მუდმივ ფიზიკურ ვარჯიშსა და თერაპიას, ატარებს ვარჯიშებს როგორც ინდივიდუალურად, ასევე 4-15-მდე ბენეფიციარით დაკომპლექტებულ ჯგუფებში. გამაჯანსაღებელი ვარჯიშები მიზნად ისახავს სხვადასხვა მიზეზით (თანდაყოლილი, ან შეძენილი) განუვითარებელი ან ატროფირებული მოტორული ფუნქციების გამომუშავება/რეაბილიტაციას. 

     

    6.    მონიტორინგი და შეფასება

     

    პროექტის სრულყოფილად განხორციელების, არსებული ვითარების შესწავლის, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი პროგრამების სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მუდმივად აკვირდება ყველა ძირითად მიმართულებას: 

     

    ·         ვარჯიშების მიმდინარეობა;

     

    ·         ბენეფიციართა აღრიცხვიანობა;

     

    ·         ბენეფიციართა შეფასება;

     

    ·         დაგეგმილი გასვლითი აქტივობების ჩატარება;

     

    ·         ინფრასტრუქტურის გამართულობა;

     

    ·         ადამიანური რესურსის საქმიანობა;

     

    მონიტორინგის ჯგუფი და/ან მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ანგარიშის ფორმით წარადგენს დაკვირვების შედეგებს.

     

    პროექტის მონაწილეები და მათი მშობლები/მეურვე შეავსებენ ინდივიდუალურ კითხვარებს, შეაფასებენ როგორც მონაწილის უნარების პროგრესს, ასევე პროგრამის კოორდინატორსა და დარბაზის გარემოს, ინფრასტრუქტურას.

     

    აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს პროექტის მონაწილეების კმაყოფილების დონის, პროექტში ჩართული თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოს და ჩართულობის, აქტივობების შეფასებასა და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრას.

     

    თავის მხრივ, პროგრამის  კოორდინატორი ყოველი წლის ბოლოს ანგარიშის სახით შეაფასებს ღინისძიების მიმდინარეობას, ხარვეზებსა და ეფექტიანობას.

     

    7.    ლოჯისტიკური საკითხები

     

    დარბაზით  სარგებლობს, როგორც, დღის ცენტრის, ასევე ინდივიდუალურად მოვარჯიშე მონაწილეები. წლის მანძილზე კი ხდება ახალი მონაწილეების მიღება. ორ სპორტულ კოორდინატორთან ერთად ტარდება რეგულარული ვარჯიშები. მონაწილეები კვირაში 2 -ჯერ ან 3- ჯერ სარგებლობენ ცენტრის გამაჯანსაღებელი დაბაზით. ძირითადი ლოჯისტიკური საკითხები, რაც წლის მანძილზე დგება, არის დარბაზის ინფრასტურქტურის კეთილმოწყობა, გათბობა და ვენტილაცია. 

     

       მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:

     

    120 შშმ პირი მიიღებს სერვისს, რომლის შედეგადაც გაუუმჯობესდებათ ფიზიკური და ფსიქოსოციალური მდგომარეობა. 

     

    პროექტის განხორციელების შემდგომ, გაიზრდება დარბაზის მონაწილეთა 7 - 29 წლის,  120-მდე შშმ პირის სპორტული გაჯანსაღების დონე, გაუმჯობესებულ სავარჯიშო დანადგარებზე ვარჯიშის შედეგად.

     

      განხორციელებაში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია-მოვალეობები

     

    მთავარ განმახორციელებელ მხარეს წარმოადგენს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“,  თანაპარტნიორი მხარეებია თბილისის მასშტაბით არსებული დღის ცენტრები, შშმ პირთა  მშობლები.

     

     

  • სპორტული და სახელობო წრეები

    6-29 წლის 500-მდე ბენეფიციარი
    სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი

     

    განხორციელების პერიოდი: 01/ 01/ 2019 – 31/ 12/ 2019

    1.    საჭიროების ანალიზი/ აღწერა 

    დღეისათვის ქვეყანაში კვლავ არსებობენ ახალგაზრდები, რომელთაც არ გააჩნიათ შესაძლებლობა და ზოგ შემთხვევაში ინტერესი, დაკავდნენ აქტიური სპორტული ცხოვრებით, დაეუფლონ ხელოვნებისა და სახელობო მიმართულების სხვადასხვა დარგებს. ხშირ შემთხვევაში არ ხდება მოსწავლეების მიერ სკოლის შემდგომი თავისუფალი დროის პროდუქტიულად და ჯანსაღად ათვისება, რაც შემდგომში ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობასა და მათი სხვადასხვა სფეროებისადმი ინტერესის გაღვივებას უშლის ხელს.

    სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, დებულებიდან გამომდინარე  იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ახალგაზრდებში აქტიური სპორტული ცხოვრების წესის პოპულარიზაციას და მის დამკვიდრებას, ნიჭიერი ახალგაზრდების გამოვლენასა და ხელშეწყობას. ამასთანავე, სხვა პრიორიტეტებს შორის, ცენტრის ერთ-ერთ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ინკლუზიური საზოგადოების ფორმირება. სწორედ ამიტომ, ცენტრის ბაზაზე 2016 წლიდან ფუნქციონირებს სპორტული და სახელობო, ინკლუზიური წრეები (უშუ, ხრიდოლი, ხატვა, ტიხრული მინანქარი, თექა, ქსოვა, ქარგვა).

    2019 წელს ცენტრის ბაზაზე იფუნქციონირებს უშუს, ხრიდოლის, თექის, მინანქრის, ხატვისა და ქარგვის წრეები. ვარჯიშებისა და გაკვეთილების გარდა, პროექტი გულისხმობს წლის მანძილზე ადგილობრივი და გასვლითი სპორტული ტურნირების, შეჯიბრების, გამოფენებისა და ვორქშოფების მოწყობას.

     

    2.    მიზანი/მიზნები 

    ·         პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზების გზით, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენება;

    ·         სხვადასხვა ტიპის სამოყვარულო და პროფესიული ინტერესების გაღვივება;

    ·         ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა და მოწყვლადი ჯგუფების სოციალიზაციის ხელშეწყობა;

    3.    მიზნობრივი ჯგუფი, შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა

    პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 6-29 წლის ბავშვები და ახალგაზრდები, მათ შორის: მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი  და დევნილი ოჯახები, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები ბავშვები, შშმ პირები და სხვა.

    წრეები წლის მანძილზე ჩართული იქნება 500 - მდე მონაწილე, რომლებიც, სპეციფიკიდან გამომდინარე, შეირჩევიან როგორც ინდივიდუალური მომართვიანობის, ასევე ღია კონკურსისა და სააპლიკაციო ფორმების მეშვეობით.

    სახელობო წრეების კომპონენტისათვის შეირჩევა სპეციფიკური მიზნობრივი ჯგუფი: 14-29 წლის პრობაციონერი პირი და SOS ბავშვთა სოფლის ბენეფიციარები.

    4.    გეოგრაფიული არეალი

    პროექტი ხორციელდება თბილისის მასშტაბით, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე.

    5.    განხორციელების მეთოდოლოგია 

    სპორტული წრეების შემთხვევაში სწავლება გულისხმობს როგორც ფიზიკურ დატვირთვასა და ვარჯიშებს ასევე კონკრეტული სპორტის სახეობის (უშუ და ხრიდოლი) ისტორიის, პრინციპებისა და სპეციფიკის  შესწავლას.

    სახელობო წრეების შემთხვევაში აქტიურად გამოიყენება „Learning by Doing“ პრინციპი.

    პროფესიული განათლების სახელმწიფო პროგრამებიდან შეირჩევა ჩვენი ბაზისა და ინფრასტუქტურის შესაბამისი მოდულები, რომელთა მიხედვითაც არაფორმალურ გარემოში პრობაციონერები გაივლიან  მათთვის სასურველ კურსს.

    6.    მონიტორინგი და შეფასება

    პროექტის სრულყოფილად განხორციელების, არსებული ვითარების შესწავლის, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი პროგრამების სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მუდმივად აკვირდება ყველა ძირითადი მიმართულებას: 

    ·   ვარჯიშებისა და სახელობო მეცადინეობების მიმდინარეობა;

    ·   მონაწილეთა აღრიცხვიანობა;

    ·   მონაწილეთა შეფასება;

    ·   ტურნირებისა და გარე აქტივობების ჩატარება;

    ·   გამოფენების ორგანიზება;

    ·   ინფრასტრუქტურა და მატერიალები;

    ·   ადამიანური რესურსის საქმიანობა;

    მონიტორინგის ჯგუფი ან/და მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ანგარიშის ფორმით წარადგენს დაკვირვების შედეგებს. პროექტის მონაწილეები კურსის დასრულებისას შეავსებენ შეფასების კითხვარებს,  პროექტში ჩართული თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოს და ჩართულობის, აქტივობების შეფასებასა და პროექტის ეფექტიანობის განსაზღვრას.

    თავის მხრივ პროგრამის კოორდინატორი წარადგენს შუალედურ და საბოლოო  ანგარიშს.  

    7.    ლოჯისტიკური საკითხები

    პროექტი გულისხმობს ცენტრის ბაზაზე წრეების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი შესაბამისი ინფრასტრუქტურის მობილიზებას და არსებულის განახლებას (სავარჯიშო დარბაზი, სპორტული ინვენტარი, მინანქრის დანადგარები).

     

       მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

    ·         პროექტის შედეგად ახალგაზრდებს გაუუმჯობესდებათ სხვადასხვა სახელობო დარგში პროფესიული უნარები, რაც შემდგომში ხელს შეუწყობს დასაქმების ბაზრზე მათი კონკურენტუნარიანობის გაზრდას; 

    ·         ახალგაზრდები პატარა ასაკიდანვე დაინტერესდებიან ჯანსაღი ცხოვრების წესით; 

    ·         ხელი შეეწყობა  მოწყვლადი ჯგუფების სოციალიზაციას;

     

        განხორციელებაში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია-მოვალეობები

    პროექტის უშუალო განმახორციელებელია სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“. პროექტის პარტნიორები არიან ხრიდოლის ფედერაცია, უშუს ფედერაცია, იუსტიციის სამინისტრო, პრობაციის ეროვნული სააგენტო. აღნიშნული უწყებები უზრუნველყოფენ მონაწილეების ჩართულობას პროექტებში.

  • CYNC სივრცე

    1500-3000 ბენეფიციარი
    ქვეყნის მასშტაბით

     

    განხორციელების პერიოდი: 01/ 01/ 2019 – 31/ 12/ 2019

     

    (CYNC თავისუფალი სივრცე-მოხალისეობა, კარიერული განვითარების კლუბი, წიგნების/დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება/თარგმნა, ლაშქრობები, CYNC სივრცე/ბიბლიოთეკა). 

     

    1.    საჭიროების ანალიზი/ აღწერა 

    ახალგაზრდებს ხშირად აქვთ სურვილი, რომ დამოუკიდებლად დაგეგმონ თავიანთი ცხოვრება, ჩაერთონ საზოგადოებრივ აქტივობებში და მხარი დაუჭირონ სხვებს. მიუხედავად ამისა, ისინი მუდმივად აწყდებიან მრავალ გამოწვევას და დაბრკოლებას, რაც გამოწვეულია სხვადასხვა ტექნოლოგიური ცვლილების, დემოგრაფიული ტენდენციების, დისკრიმინაციის, სოციალური უთანასწორობის, ყალბი ინფორმაციებისა (Fake News) და პოპულიზმის შედეგად, რომელიც ჯერ კიდევ უცნობ გავლენას მოახდენს მომავალში სამუშაო ადგილებზე, უნარებზე ან სახელმწიფოს დემოკრატიულობაზე. დღეს ახლგაზრდებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა სწრაფად ადაპტირდნენ ამ გამოწვევებთან და ცვლილებებთან. მათ უნდა შეიძინონ ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რითიც ხელს შეუწყობენ და თავადაც შესაბამის როლს ითამაშებენ წარმატებული, დემოკრატიული, ევროპულ და ეროვნულ პრინციპებზე აგებული საზოგადოების ფორმირებაში. 2002 წლიდან, ევროკავშირმა შეიმუშავა და ახორციელებს ახალგაზრდულ პოლიტიკას, რომელიც ეყრდნობა აქტიური მონაწილეობის და შესაძლებლობებზე თანაბარი ხელმისაწვდომობის პრინციპებს. ახალგაზრდული სამუშაო ცნობილია იმ ძირითადი კომპეტენციების და უნარების შეძენით ახალგაზრდებისთვის, როგორიცაა გუნდის მშენებლობა, ლიდერობა, კულტურათაშორისო კომპეტენციები, პროექტების მენეჯმენტი, პრობლემების გადაჭრის და კრიტიკული აზროვნები უნარი.  

    2017 წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ფარგლებში აქტიურად ამოქმედდა არაფორმალური განათლების ციკლები, რომლითაც სპეციალურად შემუშავებული არაფორმალური საგანმანათლებლო მეთოდოლოგიით ახალგაზრდები იძენდნენ ისეთ საბაზისო უნარებს (Soft Skills), როგორიცაა: თვითშეფასების, თვითგამოხატვის, კრიტიკული და კრეატიული აზროვნების, გადაწყვეტილების მიღების, ჯგუფში მუშაობის და გუნდის მშენებლობის, პრობლემის იდენტიფიცირებისა და გადაჭრის, ეფექტური კომუნიკაციის, ინტერპერსონალური ურთიერთობების და სხვა უნარები.  

    2.    მიზანი/მიზნები

    პროექტის მიზანია ქვეყნის საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა, ახალგაზრდების მხარდაჭერა საზოგადოებრივ აქტივობებში ნებაყოფლობითი ჩართულობის, მობილობის, სოლიდარობისა და ინტერკულტურული მიდგომების პრაქტიკაში შემოტანისთვის, ასევე ახალგაზრდების გაძლიერება, ახალგაზრდული მუშაობის ხარისხის, ინოვაციებისა და ახალგაზრდული სამუშაოს აღიარების გზით.

    ყოველივე ზემოაღნიშნულის მისაღწევად, აუცილებელია მუდმივი განვითარების ციკლებში ჩართული ახალგაზრდების და ახალგაზრდული ჯგუფების მხარდაჭერა, მათთვის იმ რესურსების შეთავაზება, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას (სატრენინგო ციკლები, სემინარები, პრეზენტაციები, ერთჯერადი პროექტების და სხვა საშუალებით).

    პროექტის ყველა კომპონენტში გათვალისწინებული იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის კავშირის 10 წლისთავისადმი დაკავშირებული სხვადასხვა ქმედება, ისეთები როგორიცაა, მოდულებში აღნიშნული საკითხის ხაზგასმა, ხილული მასალების გავრცელება და სხვა.

    3.    მიზნობრივი ჯგუფი, შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა

    სივრცის მიზნობრივი ჯგუფია 6-29 წლამდე ბავშვები და ახალგაზრდები, მათი მშობლები და ახალგაზრდული ორგანიზაციები.

    სხვადასხვა აქტივობის ფარგლებში შერჩევა არაერთგვაროვანი კრიტერიუმით ხორციელდება. ყველა აქტივობის მონაწილეთა შერჩევა, გარდა სატრენინგო ციკლებისა, ხორციელდება ღია კონკურსის მეშვეობით.

    თავისუფალი სივრცის სატრენინგო ციკლების დროს, სკოლის მოსწავლეების მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საგანმანათლებლო რესურსცენტრების მხარდაჭერით.

    პროექტში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობა 1500 -  3000.

    4.     გეოგრაფიული არეალი

    ქვეყნის მასშტაბით მათ შორის ლოკალურად  ქ.თბილისში, ქვემო ქართლში ან/და მცხეთა-მთიანეთში.

    5.     განხორციელების მეთოდოლოგია

    პროექტის განხორციელება გულისხმობს მთელი წლის მანძილზე კომპლექსური აქტივობების/კომპონენტების განხორციელებას. მათ შორის: თავისუფალი სივრცე, კარიერული განვითარების კლუბი, CYNC სივრცე/ბიბლიოთეკა, წიგნების/დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება/თარგმნა, ლაშქრობები.

     

    „CYNC თავისუფალი სივრცე“ (13-15 და 18-29 წლის):

    13-15 წლის მონაწილეებისათვის აღნიშნული მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

    ·         აქტიური მოქალაქეობა;

    ·         მოხალისეობა;

    ·         გუნდურობა და ლიდერობა;

    ·         პრეზენტაციის უნარ-ჩვევები;

    ·         დისკრიმინაცია და ტოლერანტობა;

    ·         ბულინგი;

    ·         პროექტის წერა და განხორციელება;

    „CYNC თავისუფალი სივრცე“ მოიცავს 2 დღიან შემეცნებით-გასართობ სატრენინგო პროგრამას:

    ·         პროფორიენტაცია;

    ·         სამოქალაქო განათლების მნიშვნელობა;

    ·         ბავშვის უფლებები;

    ·         აქტიური მოქალაქეობა;

    ·         მოხალისეობა;

    ·         ჯანსაღი ცხოვრების წესი;

    ·         დემოკრატიისა და მშვიდობის მშენებლობა;

    ·         მეგობრობა ბულინგისა და აგრესიის ნაცვლად;

     

    კარიერული განვითარების კლუბი სტუდენტებისათვის  (18-29 წელი)

    აღნიშნული კომპონენტი მოიცავს დასაქმებისათვის საჭირო უნარების გაუმჯობესებას, მათ შორის:

    ·         შესავალი ნაწილი/ საბაზისო ცოდნის აღმოჩენა;

    ·         რეზიუმე, CV, სამოტივაციო წერილი, ინტერვიუს სპეციფიკა;

    ·         საჯარო გამოსვლის ხელოვნება და თავდაჯერებულობის ტექნიკები;

    ·         გუნდური მუშაობა,ახალგაზრდული აქტივიზმი;

    ·         სამუშაოს შესაძლებლობები და მოძიება;

    ·         კარიერული ორიენტაცია და დასაქმების ბაზარი;

    ·         კურსის/ცოდნის  შეფასება;

    თეორიულ ნაწილთან ერთად სტუდენტები შეძლებენ არაფორმალური განათლების მეთოდებით, როლური თამაშებით გაიუმჯობესონ საკუთარი ცოდნა, უნარები და შესაძლებლობები და დაეუფლონ დასაქმებისთვის საჭირო უნარებს.

    კომპონენტის ფარგლებში წლის ბოლოს ჩატარდება ახალგაზრდული ფორუმი, სადაც მთელი წლის მანძილზე სივრცის ფარგლებში შერჩეული აქტიური ახალგაზრდები მიიღებენ მონაწილეობას, შეაფასებენ/შეაჯამებენ პროექტს და დასახავენ სამომავლო გეგმებს.

    წლის მანძილზე ყველა მონაწილე ჩაერთვება და მათი ქმედებები შეფასდება მოხალისეობრივი საქმიანობის კუთხით.  ასევე მოხდება დატესტვა, პროექტში არაფორმალური განათლების აღიარებისა და ვალიდაციის მექანიზმის - Open Badges -ის დასანერგად.

     

    „CYNC სივრცის“ სხვა პროგრამული კომპონენტები მოიცავს:

    წიგნების/დამხმარე სახელმძღვანელოების შემუშავება/თარგმნა/ ლაშქრობა

    2018 წლის წარმატებული თარგმნის პროგრამებში პარტნიორობიდან გამომდინარე, განხორციელდება სხვადასხვა დამხმარე სამხელმძღვანე-ლოების შემუშავება და თარგმნა. აღნიშნული წიგნების თარგმნის კომპონენტი დაეფუძნება ცენტრის საჭიროებებსა და სამიზნე ჯგუფებს. 2019 წლის სათარგმნი ერთ-ერთი სამიზნე თემაა ყალბი ახალი ამბების გავრცელებასთან ბრძოლა და პრევენცია.

    ლაშქრობის კომპონენტში დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის დაიგეგმება და განხორციელდება 1 დღიანი ლაშქრობა, საქართველოს რამდენიმე რეგიონში.

    CYNC სივრცე/ბიბლიოთეკა

    ახალგაზრდებსა და ახალგაზრდული ორგანიზაციების საჭიროებებზე მორგებული, ადაპტირებული, უსასყიდლო გარემოა, რომელიც ვიზიტორებს სთავაზობს სამუშაო, სასწავლო და საპრეზენტაციო სივრცეებს. ადაპტირებული ბიბლიოთეკა ხელს უწყობს ახალგაზრდების საგანმანათლებლო და შემეცნებითი ინიციატივების რეალიზებას. სივრცე, რომელიც მორგებული იქნება 6–29 წლის ახალგაზრდების საჭიროებებზე, უზრუნველყოფილი იქნება ელექტრონული და ბეჭდვითი რესურსებით.  

    6.    მონიტორინგი და შეფასება

    პროექტის სრულყოფილად განხორციელების, არსებული ვითარების შესწავლის, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი პროგრამების სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მუდმივად აკვირდება ყველა ძირითად მიმართულებას.

    ·   ტრენინგების ორგანიზება;

    ·   ტრენინგების მიმდინარეობის შესაბამისობა ტრენინგ მოდულთან;

    ·   მონაწილეთა აღრიცხვიანობა;

    ·   მონაწილეთა შეფასება;

    ·   ლაშქრობებისა და გარე აქტივობების ჩატარება;

    ·   პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობა;

    ·   ინფრასტრუქტურა და მატერიალები;

    ·   ადამიანური რესურსის საქმიანობა;

    მონიტორინგის ჯგუფი ან/და მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ანგარიშის ფორმით წარადგენს დაკვირვების შედეგებს.

    პროექტის მონაწილეები კურსის/ტრენინგის დასრულებისას შეავსებენ შეფასების კითხვარებს, რომელიც ითვალისწინებს პროექტის მონაწილეების კმაყოფილების დონის, პროექტში ჩართული თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოს, ჩართულობის, აქტივობების შეფასებასა და პროექტების ეფექტიანობის განსაზღვრას.

    თავის მხრივ პროგრამის კოორდინატორი ყოველი წლის ბოლოს ანგარიშის სახით შეაფასებს პროექტების მიმდინარეობას, ხარვეზებსა და ეფექტიანობას.

        მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:

    ·         სამოქალქო აქტივობებში აქტიურად ჩართულია cync სივრცის მონაწილეთა 80%.

    ·         გაუმჯობესებულია სტუდენტებისა და მოსწავლეებისათვის  სასიცოცხლო უნარები.

    ·         წახალისებული და მხარდაჭერილია  ახალგაზრდული ინიციატივები.

    ·         შექმნილია მრავლპროფილური, ადაპტირებული სივრცე ახალგაზრდული ინტერესების მხარდასაჭერად.

        განხორციელებაში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია-მოვალეობები

    ·         ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების ადმინისტრაცია, რომლებიც მობილიზებას უწევენ ბავშვების ჩართულობას სრულ პროცესში.

              საგანმანათლებლო რესურსცენტრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურები, რომლებიც მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ახდენენ მობილიზებასა და აქტივობის განხორციელებას.

  • CYNC ქსელი

    საქართველოს რეგიონებში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტი, მათი ახალგაზრდული სამსახურები; ყველა რესურსცენტრი, თემში შემავალი ჯგუფები: ახალგაზრდები, მასწავლებლები, მშობლები ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები
    ქვეყნის მასშტაბით

     

    განხორციელების პერიოდი: 01/ 01/ 2019 – 31/ 12/ 2019

     

    1.   საჭიროების ანალიზი / აღწერა  

    ახალგაზრდული საქმიანობა და ზოგადად ქვეყნის განვითარება წარმოუდგენელია მასში შემავალი სტრუქტურული ერთეულების ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობის გარეშე.

    ახალგაზრდული საქმიანობის განვითარების ხელშეწყობისთვის 2016 წელს საქართველოს 76 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა გაიარეს კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგი, რომლის ჩატარებაშიც ჩართული იყო სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“. აღნიშნულის შემდეგ, ცენტრმა განახორციელა რამდენიმე მნიშვნელოვანი პროექტი სწორედ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული სამსახურების მხარდაჭერით, რამაც კარგი ნიადაგი მოამზადა სამომავლო თანამშრომლობისათვის.

     

    გასული წლების მანძილზე სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენდა პროექტის რეგიონში გატანა.  სხვადასხვა ქალაქსა და სოფელში კონკრეტული როექტის ფარგლებში თანამშრომლობამ ნათლად ანახა სისტემური და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებით. როდესაც  საუბარია რეგიონში ახალგაზრდების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე, ეს მოიცავს თემში შემავალ ყველა ჯგუფთან მუშაობას: მუნიციპალიტეტი, სკოლა, მშობლები, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები. სწორედ ამიტომ 2019 წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ ორიენტირებული იქნება საქართველოს ყველა რეგიონში მუნიციპალიტეტის, რესურსცენტრის სკოლებისა და მოსწავლეთა თვითმმართველობების ერთობლივ მუშაობაზე, ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერასა და განხორციელებაზე. გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებიდან-SDG ეკოლოგიურ საკითხებზე ორიენტირებული თემების გააქტიურებაზე.

    პროექტების ფარგლებში მოეწყობა გაერთიანებული შეხვედრები  საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტთან და საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებთან.

    პროექტის ფარგლებში ჩატარდება „ინტელექტის დღე“, რომლის აქტივობები მოიცავს საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში ინტელექტუალური თამაშის „რა? სად? როდის?“  ჩატარებას.

    საფინალო ეტაპზე ჩართული იქნება მე- 7-12 კლასის 480 მოსწავლე.

     

    ·      საქართველოს მუნიციპალიტეტისა და მასში შემავალი რესურსცენტრებისა და „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ წარმომადგენელთა გაერთიანებული შეხვედრა, სადაც მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებს მიეწოდებათ დეტალური ინფორმაცია ცენტრის პროექტის შესახებ და გაეცნობათ ის პროგრამები, რომლებშიც მათ რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს შეეძლებათ მონაწილეობა. შეხვედრაზე სტუმრებს ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ცენტრის მიერ განხორციელებული პროგრამა „მომავლის ბანაკის“ ფარგლებში („მომავლის ბანაკი ანაკლიაში“) გადამზადებული თანატოლგანმანათლებლების სამომავლო აქტოვობების შესახებ რეგიონებში და აღნიშნულ აქტოვობებში მუნიციპალიტეტის, საგანმანათლებლო რესურსცენტრებისა და სკოლების როლსა და ვალდებულებებზე;

    ·      შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტებსა და რესურსცენტრების წარმომადგენლებს დაევალებათ: გაზაფხული - ზაფხულის პერიოდში მოიკვლიონ რეგიონში არსებული ეკოლოგიური პრობლემები, რომელთა გადაჭრაც შესაძლებელი იქნება ახალგაზდების დახმარებით. რესურს ცენტრებთან მჭიდრო ურთიერთობის მეშვეობით მხარი დაუჭირონ ბანაკიდან დაბრუნებულ თანატოლგანმანათლებელ მოსწავლეებს, რომლებიც სასწავლო პერიოდში თავიანთ სკოლებში განახორციელებენ გარემოსდაცვით საინფორმაციო კამპანიებს და თვითმმართველობის წევრებთან ერთად შეიმუშავებენ მინიპროექტებს, რომლებსაც წარუდგენენ მუნიციპალიტეტს. თითოეული სკოლიდან შესული მინიპროექტიდან მუნიციპალიტეტი შეარჩევს გამარჯვებულ პროექტს, რომელთა განხორციელებისათვის საჭირო ფინანსების და მხარდაჭერის საკითხს გაითვალისწინებს  2020 წლის ბიუჯეტში;

    ·      ქ. რუსთავისა და ქ. მცხეთის მერებისა და ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლების შეხვედრა, თანამშრომლობის გეგმის გაწერა და ადგილობრივად უკვე არსებული პროექტებისა და მათში ჩართული ახალგაზრდების მონაცემების შეგროვება;

    ·      ქვემო ქართლისა და მცხეთის რესურსცენტრებთან შეხვედრა, ცენტრის პროექტებში მათი ჩართულობის განსაზღვრა;

    ·      ადგილობრივ ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან შეხვედრა და ურთიერთთანამშრომლობის განსაზღვრა;

    ·      საინფორმაციო შეხვედრების ციკლები მშობლებთან, სკოლის წარმომადგენლებთან და ახალგაზრდებთან;

    ·      შემაჯამებელი შეხვედრა და მიღწეული შედეგების გაცნობა. უწყებათაშორისი თანამშრომლობის პრაქტიკის განხილვა/შეფასება;

     

    2.    მიზანი/მიზნები 

    ·      პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგოს უწყებათაშორისი, რეგიონალური თანამშრომლობა და ხელი შეუწყოს თემში შემავალი ჯგუფების: მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები, სკოლა, მშობლები, ერთობლივ გაძლიერებას და ადგილობრივი ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდას;

     

    ·      ახალგაზრდობის ინტელექტუალური დონის ამაღლებას და მოსწავლე ახალგაზრდობის თვითრეალიზაციისთვის ხელშეწყობა.

     

    3.    მიზნობრივი ჯგუფი, შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა

    საქართველოს რეგიონებში შემავალი ყველა მუნიციპალიტეტი, მათი ახალგაზრდული სამსახურები; ყველა რესურსცენტრი, თემში შემავალი ჯგუფები: ახალგაზრდები, მასწავლებლები, მშობლები ადგილობრივი ახალგაზრდული ორგანიზაციები.

     

    4.    გეოგრაფიული არეალი

    ქვეყნის მასშტაბით.

     

    5.    განხორციელების მეთოდოლოგია 

    პროექტი გულისხმობს ქსელური თანამშრომლობის პრინციპებითა და მეთოდებით მუშაობას, რაც მოიცავს კარგი პრაქტიკის გაზიარებას, ადგილობრივი საჭიროებების განსაზღვრას, კონკრეტული სერვისებისა და ქმედებების რეგიონზე მორგებას. ასევე ადგილობრივი ადამიანური რესურსის გაძლიერებას. 

    6.    მონიტორინგი და შეფასება

    პროექტის სრულყოფილად განხორციელების, არსებული ვითარების შესწავლის, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი პროგრამების სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მუდმივად აკვირდება ყველა ძირითად აქტივობას: 

     

    ·   შეხვედრების ორგანიზება;

    ·   საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობა;

    ·   პროექტით მოსარგებლეთა აღრიცხვიანობა;

    ·   რეგიონში მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურების ჩართულობა ცენტრის პროექტებში;

    ·   ლაშქრობებისა და გარე აქტივობების ჩატარება;

    ·   ადამიანური რესურსის საქმიანობა;

     

    მონიტორინგის ჯგუფი ან/და მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ანგარიშის ფორმით წარადგენს დაკვირვების შედეგებს.

     

    7.    ლოჯისტიკური საკითხები

    ·         პროექტის განხორციელებისათვის მთავარი საკითხია სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრებისა და მუნიციპალური სამსახურების სამუშაო შეხვედრების ორგანიზება და ერთობლივი საქმიანობის სტრატეგიის განსაზღვრა;

    ·         „ინტელექტის დღის“ კომპონენტის განხორციელება ქვეყნის მასშტაბით და სამიზნე ჯგუფის ახალგაზრდებისთვის შინაარსიანი და კარგად ორგანიზებული ორდონიანი პროგრამის/კონკურსის შეთავაზება;

     

        მოსალოდნელი საბოლოო შედეგი 

    ·         2019 წელს რეგიონალური უწყებათაშორისი თანამშრომლობის მეშვეობით გაძლიერებულია ქვემო ქართლის ან/და მცხეთა-მთიანეთის რეგიონი. კონკრეტულად კი მასში შემავალი სოფლებსა და ქალაქებში მცხოვრები თემი (ახალგაზრდები, მუნიციპალური სამსახურებისა და სკოლების წარმომადგენლები, მშობლები, მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლები);

    ·         გაზრდილია შშმ ახალგაზრდების მშობლების ჩართულობის დონე საზოგადოებრივ ცხოვრებაში;

    ·         შექმნილია უწყებათაშორისი თანამშრომლობის კარგი მაგალითი და სამოქმედო გეგმა;

    ·         საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში თანატოლგანმანათლებელი ახალგაზრდების მიერ („მომავლის ბანაკში“ მიღებული ცოდნით) განხორციელდა გარემოსდაცვითი აქტივობები მუნიციპალიტეტების სკოლებისა და რესურსცენტრების მხარდაჭერით;

     

        განხორციელებაში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია-მოვალეობები

    ჩართული მხარეებია: საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტი, თვითმართველობა, რესურსცენტრი, სკოლის მოსწავლეები, მშობლები.

     

  • სპორტი ბარიერების გარეშე

    14-29 წლის 2000 ბენეფიციარი
    ქვეყნის მასშტაბით

     

    განხორციელების პერიოდი: 01/ 01/ 2019 – 31/ 12/ 2019

    1.    საჭიროების ანალიზი/ აღწერა 

    საქართველოში, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და ბავშვებს შორის ნაკლებად პოპულარულია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად, 2016-2018 წელს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულმა ცენტრმა“ ჩაატარა სპორტული ფესტივალი, რომელიც მხარს უჭერდა მასობრივი სპორტის პოპულარიზაციასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. პროექტში საერთო ჯამში 40 000-მდე მოზარდი ჩაერთო, მიუხედავად ამისა არ არის საკმარისი მხოლოდ სპორტული აქტივობების ჩატარება. პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა საჭიროება, პროექტის პროფილის გაფართოებისა, რაც გულისხმობს საგანმანათლებლო კომპონენტის დამატებასა და პროექტში ჩართული მონაწილეების ზრდას.

    სპორტულად ცხოვრება და ფიზიკური განვითარება ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ჯანსაღი ცხოვრებისთვის და იგი დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტუალურ, სოციალურ, თუ ფიზიკურ განვითარებაზე. ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა საერთო ჯამში აუმჯობესებს და წარმატებულს ხდის საზოგადოებას.

    გასული წლების გამოცდილებით, აქტივობები მორგებულია მოზარდებისა და ახალგაზრდების საჭიროებებზე, ჩართვის ინტერესი და მოტივაცია გაცილებით დიდია რეგიონებში, ვინაიდან მოზარდები მოკლებულნი არიან მსგავსი ტიპის აქტივობებს.

    აღნიშნული პროექტი მოემსახურება საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ, 12-19 წლის ახალგაზრდებს, მათ შორის პენიტენციალურ დაწესებულებებში მყოფ მსჯავრდებულ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე სხვა ტიპის მოწყვლად ჯგუფებს.   

    2019 წელს პროექტს გარდა სპორტული ნაწილისა დაემატება  საგანმანათლებლო კომპონენტი, რომელიც მოიცავს ინფორმაციის მიწოდებას და ცნობიერების ამაღლებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა. პრევენციის მნიშვნელობა: თუ რა შედეგები მოაქვს არაჯანსაღი ცხოვრების წესს და მის მავნე ზემოქმედებას ადამიანზე.

    პროექტის ფარგლებში ჩატარდება საინფორმაციო კამპანია საქართველოს მასშტაბით, რომელიც იქნება სპორტული ფესტივალის ნაწილი - შეიქმნება და დაიბეჭდება ვიზუალური მასალა, რომელიც გავრცელდება ყველა სკოლასა და მუნიციპალიტეტში.

    2.    მიზანი/მიზნები

    პროექტი მიზნად ისახავს მოზარდებში მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას, თავისუფალი დროის ნაყოფიერად გამოყენებას, სპორტული აქტივობების საშუალებით ხელი შეუწყოს ახალგაზრდებს და ახალგაზრდულ ცენტრებს ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, მოახდინონ ჯანსაღი ცხოვრების და აქტიური მოქალაქეობის პოპულარიზაცია საკუთარ თემებში;  

    ·         ჯანსაღი კვებისა და ფიზიკური აქტივობის პოპულარიზაცია ახალგაზრდებში;

    ·         მოხალისეობის და სათემო აქტივიზმისთვის საჭირო სამოქალაქო კომპეტენციების გაძლიერება;

    ·         საკუთარ თემში აქტიური ახალგაზრდების რაოდენობის გაზრდა;

    ·         ახალგაზრდული პროგრამების ხარისხის ზრდა რაგიონულ დონეებზე;

    ·         ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრს, ადგილობრივ ახალგაზრდულ ცენტრებსა და ახალგაზრდებს შორის კოორდინაციის ხარისხის ზრდა.

    3.    მიზნობრივი ჯგუფი, შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა

    14-29 წლის 2000 პირდაპირი სხვადასხვა ბენეფიციარი. მთავარი სამიზნე ჯგუფია 14-16 წლის მოზარდები ყველა მუნიციპალიტეტიდან, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მყოფი პირები, მედია საშუალებების წარმომადგენლები.

    მუნიციპალურ დონეზე ბენეფიციართა შერჩევას სკოლებში და ე.წ. ღია განაცხადის ფორმით ახდენენ ახალგაზრდული სამსახურების წარმომადგენლები.

    4.    გეოგრაფიული არეალი

    ყველა მუნიციპალიტეტი, სასჯელაღსრულების დაწესებულებები, თბილისი (მედიატურნირის შემაჯამებელი აქტივობისათვის).

    5.    განხორციელების მეთოდოლოგია

    პროექტების მნიშნელოვან ნაწილს ახალგაზრდული სპორტული ფესტივალი წარმოადგენს, რომელიც რამდენიმე აქტივობის გამაერთიანებელია და რომელშიც ახლგაზრდების მასობრივი ჩართულობაა უზრუნველყოფილი.

    მუნიციპალურ ახალგაზრდულ სამსახურებთან თანამშრომლობით შესაძლებელი გახდება „სპორტი ბარიერების გარეშე“ პროექტის ფარგლებში: სპრინტის, ფეხბურთის, კალათბურთის, ჭადრაკის, ფრენბურთის, მაგიდის ჩოგბურთის გამართვა. საქართველოს თითოეულ რეგიონში გამოვლინდებიან გამარჯვებულები სქესთა ბალანსის დაცვით, რომელთაც გადაეცემათ „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მანავში საგზური, თასები, მედლები და სხვა პრიზები.

    პროექტის ფარგლებში აღნიშნული ჩემპიონატების ჩატარება სასჯელაღსრულების სამ დაწესებულებაში იგეგმება. პროექტის მიწურულს  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროსთან თანამშრომლობით სამ დაწესებულებას საჩუქრად გადაეცემა სხვადასხვა სპორტული ინვენტარი.

    პროექტების შესახებ საინფორმაციო პიარ კამპანიისა და მასობრივი სპორტის პოპულარიზაციისათვის აღნიშნული აქტივობა შეჯამდება მედიატურნირით.

    6.    მონიტორინგი და შეფასება

    პროექტის სრულყოფილად განხორციელების, არსებული ვითარების შესწავლის, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი პროგრამების სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მუდმივად აკვირდება ყველა ძირითად აქტივობას.

    ·         ინფორმაციის მიწოდება რეგიონებისათვის;

    ·         საინფორმაციო შეხვედრების მიმდინარეობა;

    ·         პროექტის ბენეფიციართა აღრიცხვიანობა;

    ·         რეგიონში მუნიციპალიტეტების ჩართულობა ცენტრის პროექტებში;

    ·         ადამიანური რესურსის საქმიანობა;

    მონიტორინგის ჯგუფი ან/და მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ანგარიშის ფორმით წარადგენს დაკვირვების შედეგებს.

       მოსალოდნელი საბოლოო შედეგი:

    ·         ჯანსაღი ცხოვრების წესის აქტივობებში ჩართულია და აქტიურად მონაწილეობს 14-18 წლის მოზარდების 15%;

    ·         14-18 წლის მოზარდების 8% ჩართულია ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციის აქტივობებში;

      განხორციელებაში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია-მოვალეობები

    ·         სკოლების ადმინისტრაცია და ფიზიკური აღზრდის პედაგოგები, რომლებიც მობილიზებას უწევენ ბავშვების ჩართულობას სრულ პროცესში;

    ·         საგანმანათლებლო რესურსცენტრები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურები, რომლებიც მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე ახდენენ მობილიზებასა და აქტივობის         

              განხორციელების მონიტორინგს ცენტრის თანამშრომლებთან ერთად.

     

     

     

  • ახალგაზრდა ხელოვანი

    14-18 წლის ახალგაზრდები
    ქვეყნის მასშტაბით

     

    განხორციელების პერიოდი: 01/ 01/ 2019 – 31/ 12/ 2019

    1.    საჭიროების ანალიზი/ აღწერა 

    საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი აღიარებს, რომ ახალგაზრდობა ქვეყნისთვის განსაკუთრებულ ფასეულობას წარმოადგენს.  საქართველოს მთავრობის მიზანია ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი პოტენციალის სრულად რეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას.

    საქართველოში მცხოვრები ახალგაზრდების წინაშე დღეს მრავალი გამოწვევა დგას. თავისუფალი დროის ორგანიზების გამოწვევა სიმწვავით ერთ-ერთი პირველია. ახალგაზრდობის საჭიროებებზე მორგებული პროგრამები, ისეთი პრობლემების წინააღმდეგ ბრძოლის ელემენტებს წარმოადგენენ, როგორიცაა: ნარკოტიკების მოხმარება, ახალგაზრდობის დამნაშავეობა და სხვა სოციალური სახის მოქმედებები.

    სწორედ ამ და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით, გაჩნდა საჭიროება იმისა, რომ სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ მოხდეს, ისეთი პროგრამების შემუშავება  და განხორციელება, რომელიც, წაახალისებს ახალგაზრდებში კულტურათა მრავალფეროვნების გაცნობას, ხელოვნების სხვადასსვა დარგში შესაძლებლობების გამოვლენასა და საკუთარი შემოქმედების პოპულარიზაციას  საზოგადოებაში.  

    პროექტი „ახალგაზრდა ხელოვანი“ გულისხმობს პოლიფონიური, საგუნდო ხელოვნების მხარდაჭერას, მთელი ქვეყნის მასშტაბით ნიჭიერი ახალგაზრდული გუნდების აღმოჩენას და მათ მხარდაჭერას საფინალო კონკურსზე. ჟანრები რომელშიც ახალგაზრდა ხელოვანები სამუსიკო დარგებში შეირჩეევიან: აკადემიური საგუნდო სიმღერა, ქართული ხალხური სიმღერა, ქართული გალობა. პროგრამა გულისხმობს ხატვისა და ლიტერატურის კონკურსს, რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოში მცხოვრებ ყველა დაინტერესებულ ახალგაზრდას. კონკურსის შერჩევის ეტაპები შემდეგნაირად გამოიყურება:

    პირველ ეტაპზე, მუნიციპალურ დონეზე ყველა სკოლის მოსწავლე წარადგენს ნამუშევარს და აღნიშნული ნამშუშევრებიდან შეირჩევა რეგიონული გამარჯვებულები.

    მეორე ეტაპზე, ჟიური რეგიონულ გამარჯვებულებს ადგილზე შეარჩევს. თითო რეგიონიდან 5 მხატვარი და 6 ახალგაზრდა მწერალი. (60 მხატვარი და 72 ახალგაზრდა მწერალი).

    მესამე ეტაპზე, „მომავლის ბანაკი“ შაორში გაემგზავრება მეორე ეტაპზე შერჩეული მონაწილეები. სადაც ფინალისტები გაივლიან 5 დღიან მასტერკლასს და პროფესიონალი ჟიურისა და კონსულტანტების დახმარებით შექმნიან ნახატებს (წელიწადის 12 თვის თემატიკაზე) და დაწერენ მოთხრობებს.

    მეოთხე ეტაპზე, ფინალისტების ნამუშევრებიდან შეირჩევა საუკეთესოები და დაიბეჭდება კალენდარი და წიგნი. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული წიგნი დაიბეჭდება ბრაილის შრიფტით.  

    2.    მიზანი/მიზნები 

    პროექტის მიზანია ახალგაზრდა ხელოვანების გამოვლენა მხატვრობის, ლიტერატურისა და საგუნდო ხელოვნების  მიმართულებებით და მათი განვითარების ხელშეწყობა.

    3.    მიზნობრივი ჯგუფი, შერჩევის კრიტერიუმები და რაოდენობა

    სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში მცხოვრები 14-18 წლის ახალგაზრდები. მონაწილეები შეირჩევიან ღია კონკურსის მეშვეობით. ფინალურ ეტაპზე კონკურსის გავლის შედეგად, შეირჩევა 132 ფინალისტი, რომლებიც გაემგზავრებიან „მომავლის ბანაკი“ შაორში.

    4.    გეოგრაფიული არეალი

    პროექტი განხორციელდება ქვეყნის მასშტაბით, მასში მონაწილეობა მიიღებს ყველა საჯარო სკოლა.

    ფინალური ეტაპი განხორციელდება „მომავლის ბანაკი“ შაორში.

    5.    განხორციელების მეთოდოლოგია 

    პროექტის ფინალური ეტაპი გულისხმობს 5 დღიან მასტერკლასებს ლიტერატურის, საგუნდო, პოლიფონიური ხელოვნებისა და ხატვის სფეროში, რომელსაც გაუძღვებიან სპეციალისტები და მონაწილეებს გაუზიარებენ პრაქტიკასა და გამოცდილებას. მასტერკლასების გარდა პროექტი გულისხმობს არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ჩატარებულ აქტივობებსა და ჯგუფურ სამუშაოებს, რომელიც გააღვივებს ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორის დიალოგს და შექმნის საერთო ახალგაზრდული პლატფორმის ჩამოყალიბების საფუძველს.

    6.    მონიტორინგი და შეფასება

    პროექტის სრულყოფილად განხორციელების, არსებული ვითარების შესწავლის, შესაძლო ხარვეზების გამოვლენისა და შესაბამისი რეაგირების მიზნით მონიტორინგის ჯგუფი პროგრამების სამსახურის უფროსის დავალების შესაბამისად მუდმივად აკვირდება ყველა ძირითად მიმართულებას

     

    ·         კონკურსების  ორგანიზება მუნიციპალურ და რეგიონულ დონეზე;

    ·         პროფესიონალ კონსულტანტებთან ერთად საფინალო ნაშრომების შერჩევა;

    ·         მონაწილეთა აღრიცხვიანობა;

    ·         მონაწილეთა შეფასება;

    ·         ფინალური კონკურსის ორგანიზება;

    ·         პარტნიორ უწყებებთან თანამშრომლობა;

    ·         ინფრასტრუქტურა და მატერიალები;

    ·         ადამიანური რესურსის საქმიანობა;

    მონიტორინგის ჯგუფი ან/და მონიტორინგის განმახორციელებელი პირი ანგარიშის ფორმით წარადგენს დაკვირვების შედეგებს.

    მონაწილეები საფინალო ეტაპის დასრულებისას შეავსებენ შეფასების კითხვარებს. რომელიც ითვალისწინებს მონაწილეების კმაყოფილების დონის, პროექტში ჩართული თანამშრომლების მიერ გაწეული სამუშაოს და ჩართულობის, აქტივობების შეფასებასა და ეფექტიანობის განსაზღვრას.

    7.     მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

    ·   აღმოჩენილი და წახალისებული  400 ახალგაზრდა ნიჭიერი ხელოვანი საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მათგან 132 ფინალისტი არის მასტერკლასებისა და სახელოვნებო ბანაკის მონაწილე;

    ·   ახალგაზრდა მონაწილეთა ნამუშევრები დაბეჭდილი და გამოქვეყნებულია კალენდრისა  და წიგნის სახით (მათ შორის ბრაილის შრიფტით);

    8.  განხორციელებაში ჩართული მხარეები და მათი ფუნქცია-მოვალეობები

    ·  საგანმანათლებლო რესურცენტრები;

    ·  მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურები;

  • ახალგაზრდა ლიდერები 2019

    20-30 წლის ახალგაზრდები
    სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი; ანაკლიის მომავლის ბანაკის ტერიტორია

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 

    სამსახურის ძიების პროცესი ყველა ახალგაზრდის წინაშე არსებული გამოწვევაა. აღნიშნული პრობლემის აქტუალურობიდან გამომდინარე, სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნას, სადაც ისინი შეძლებენ თვითრეალიზებას და საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურად ჩართვას. 

     

    შესაბამისად, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელს უწყობს ახალგაზრდების კომპეტენციების ამაღლებას და  მათი დასაქმების შესაძლებლობის ზრდას. 

     

    პროგრამის ფარგლებში შერჩეული ახალგაზრდები დასაქმდებიან სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ განხორციელებულ სხვადასხვა პროექტებში.

     

    ➔    მიზნები/მიზანი

    პროექტის ძირითად მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების კარიერული ზრდისა და დასაქმების ხელშეწყობა.

    აღნიშნული მიზნის მიღწევის ამოცანები:

    მონაწილეთა პიროვნული და პროფესიული კომპეტენციების გაუმჯობესება;

    ახალგაზრდების ინიციატივებისა და შემოქმედებითი უნარების გამოვლენის ხელშეწყობა;

    არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიაზე დაფუძნებული მოდულებისა და პროგრამების შემუშავება;

    პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმების უზრუნველყოფა. 

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    პროგრამის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ 20-30 წლის ახალგაზრდები, რომლებიც არიან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტები ან მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება.

    პროექტის ფარგლებში დასაქმების მსურველი აპლიკანტები შეირჩევიან დასაქმების შესახებ გამოქვეყნებულ ვაკანსიაში მითითებული საკვალიფიკაციო მოთხოვნების შესაბამისად.

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    პროგრამა განხორციელდება თბილისში, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ბაზაზე და ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ტერიტორიაზე.

    შერჩეული კანდიდატები დასაქმდებიან სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ მიერ დაგეგმილ სხვადასხვა პროექტებში.

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდება:

     

              I.            პირველი ეტაპი - ტრენინგ-მოდულების შემუშავება

     

    პროექტის ფარგლებში მომზადდება ტრენინგ-მოდულები სხვადასხვა თემატიკაზე, რომელთა შესაბამისად მოხდება აპლიკანტების გადამზადება და მათთვის კომპეტენციების ამაღლება.

    ტრენინგ-მოდულები შეიქმნება შემდეგ თემებზე:

     

    1.      ლიდერობა და გუნდური მუშაობა;

    2.      TOT - ტრენერთა მომზადების ტრენინგი;

    3.      სამთო - სათხილამურო სპორტი;

    4.      პრაქტიკული საქმიანობის ტრენინგ-მოდული;

    5.      ეკოლოგია და გარემოს დაცვა;

    6.      მოხალისეობა;

    7.      მოლაშქრეობა (სკაუტები, პიონერინგი);

    8.      ჯანსაღი ცხოვრების წესი;

    9.      რობოტექნიკა;

    10.სახანძრო უსაფრთხოება და პირველადი დახმარება.

     

     

           II.            მეორე ეტაპი - განაცხადების მიღება

     

    ახალგაზრდების მოზიდვის მიზნით დაიგეგმება აქტივობები, რომლებიც მოიცავს, როგორც დასაქმების საიტებისა და სოციალური ქსელების გამოყენებას, ასევე  უმაღლეს სასწავლებლებში საინფორმაციო შეხვედრების გამართვას.

    ვაკანსიის გამოცხადების შემდეგ დაიწყება საინფორმაციო შეხვედრების ციკლი სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან და ადმინისტრა-ციასთან, სადაც ახალგაზრდები დეტალურად გაეცნობიან პროგრამის მიზნებს, მოსალოდნელ შედეგებს და მათი ჩართულობის შესახებ ინფორმაციას.

    შერჩევის მეორე ეტაპს გაივლის ყველა ის აპლიკანტი, რომელსაც სრულად ექნება წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მოთხოვნებით განსაზღვრული დოკუმენტაცია.

    დოკუმენტაციის გადარჩევის შემდეგ მომზადდება მონაცემთა ბაზა ყველა აპლიკანტის შესახებ ინფორმაციის მითითებით. მოხდება სტატისტიკური მონაცემების ანალიზი.

     

     

        III.            მესამე ეტაპი - ჯგუფური გასაუბრება

     

    შერჩევის მესამე ეტაპს წარმოადგენს ჯგუფური გასაუბრება, რაც გულისხმობს როლურ თამაშებსა და სიტუაციურ ამოცანებზე დაკვირვებით, 5 კომპონენტიანი შეფასების ფორმების   შესაბამისად, მონაწილეთა კომპეტენციების შეფასებას.

    მონაწილეთა კომპეტენციების შეფასება მოხდება შემდეგი კომპონენტების მიხედვით:

    ზეპირი კომუნიკაცია;

    პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები; 

    გუნდური მუშაობა;

    მედიაცია - ადამიანებთან ურთიერთობა განსხვავებულ სიტუაციებში.

    დამატებითი შეფასების მექანიზმით - ზეპირი გამოკითხვის კითხვარით, მოხდება ზემოთ ჩამოთვლილ კომპეტენციებში აპლიკანტის თეორიული ცოდნის შეფასება.

    კომისიის წევრების მიერ შეფასებული 300-მდე ყველაზე მაღალქულიანი კანდიდატი გადავა შერჩევის შემდგომ ეტაპზე.

    ცენტრის ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების სამსახური  უზრუნველყოფს შერჩევის პროცესის დაოქმებას, ანკეტების ანალიზს და შედეგების გამოქვეყნებას.

     

     

        IV.            მეოთხე ეტაპი - თეორიული და პრაქტიკული ტრენინგი

     

    პროექტის მეოთხე ეტაპზე, მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ ტრენინგებს, რაც გულისხმობს სპეციალური ტრენინგ-მოდულების შესაბამისად ახალგაზრდა ლიდერების მომზადებას.

    თეორიული ტრენინგის განმავლობაში ლიდერობის კანდიდატები იმუშავებენ პროექტის პირველ ეტაპზე შემუშავებული თემატიკის შესაბამისად დაგეგმილ აქტივობებზე. ტრენინგებს გაუძღვებიან გამოცდილი ტრენერები. თითოეული ტრენინგის შედეგები შეფასდება ტესტირების საშუალებით.

    შერჩეული ლიდერები შვიდდღიან პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ბაზაზე.

    ლიდერების მომზადების პრაქტიკულ ტრენინგს გაუძღვებიან მენტორები, რომლებიც უზრუნველყოფენ მოდულის შესაბამისად აქტივობების განხორციელებას. მენტორები პროცესზე დაკვირვების შედეგად ყოველდღიურად შეაფასებენ კანდიდატებს.

    თეორიული ტრენინგების ტესტირების შედეგებისა და პრაქტიკულ ტრენინგზე მიღებული შეფასებების მიხედვით  შეირჩევიან ლიდერები და შედეგები ეცნობებათ როგორც წერილობით, ისე სატელეფონო შეტყობინების საშუალებით.

    შერჩეული ლიდერები მთელი სეზონის განმავლობაში აქტიურად ჩაერთვებიან პროექტის განხორციელების პროცესში და მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ტიპის ახალგაზრდულ აქტივობებში.

     

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

     

    პროგრამის განხორციელების მოსალოდნელი საბოლოო შედეგები:

    დამტკიცებულია ტრენინგ-მოდულები;

    გაუმჯობესულია მონაწილეთა პიროვნული და პროფესიული კომპეტენციები;

    პროექტის ფარგლებში დასაქმებული არიან ახალგაზრდები;

  • მომავლის ბანაკი ანაკლიაში

    14-18 წლის მოსწავლეები
    ანაკლია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტი

     

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

    პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სახელმწიფო ბანაკი, რომლის საბანაკე აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებისა და ახალგაზრდების ინტელექტუალური, პიროვნული, პროფესიული და ფიზიკური პოტენციალის გამოვლენას, ფორმირებასა და განვითარებას,  მაღალი  ხარისხის რეკრეაციულ აქტივობებზე თანაბარი და საყოველთაო ხელმისაწვდომობის გზით.

    2019 წელს პროექტი განხორციელდება თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით, რაც გულისმობს ტრენინგების, გუნდური თამაშების, დისკუსიების, საერთო საბანაკე და სხვა ღონისძიებების განხორციელებით ბანაკის მონაწილეების თანატოლგანმანათლებლებად ჩამოყალიბებას და ბანაკში მიღებული ცოდნის რეალიზებისთვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავების ხელშეწყობას.

    პროექტში ჩართული ახალგაზრდები არაფორმალურ გარემოში შეიძენენ და გაიუმჯობესებენ იმ უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისათვის.

     

    ➔    მიზნები/მიზანი

    პროექტის ძირითადი მიზნებია:

    თანატოლგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით ახალ-გაზრდების გადამზადება;

    მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვებისა და ახალგაზრდების სოციალიზაციის ხელშეწყობა;

    ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

    მონაწილეთა შორის შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენა.

     

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    პროექტის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენს საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე 14-18 წლის მოსწავლეები საქართველოს ყველა რეგიონიდან.

    მონაწილეთა შერჩევა:

    ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა რეგიონიდან, საჯარო სკოლის მაღალი აკადემიური მოსწრებისა (წარჩინებული) და სასკოლო თვითმმართველობების წარმომადგენელ 14-18 წლის მოსწავლეებს (სკოლიდან ერთი ძირითადი და ერთი სარეზერვო მონაწილე).

    სკოლაში ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმების შესაბამისი რამდენიმე მოსწავლის შემთხვევაში პრიორიტეტი მიენიჭება სოციალურად დაუცველი, იძულებით გადაადგილებული და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს.

    ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ გამყოფი ხაზის სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს.

    ბენეფიციარების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის ცენტრისთვის მიწოდებას (ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით და სქესთა ბალანსის დაცვით) უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

    გარდა ამისა, ბანაკში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა პარტნიორი უწყებების ბენეფიციარები, რომელთა შერჩევასაც (ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით და სქესთა ბალანსის დაცვით) უზრუნველყოფენ პარტნიორი ორგანიზაციები. უწყებების მიხედვით ბენეფიციართა რაოდენობა განისაზღვრება საქართველოს მთავრობის განკარგულებით. პარტნიორმა უწყებებმა ასევე უნდა უზრუნველყონ მათ მიერ წარდგენილი მონაწილეების შესახებ ინფორმაციის ცენტრისთვის მიწოდება განკარგულებაში გაწერილი კრიტერიუმების შესაბამისად.

    მონაწილეთა რაოდენობა:

    პროექტი „მომავლის ბანაკი“ ანაკლიაში 2019 წელს არაუმეტეს 10 ნაკადად განხორციელდება. ერთი ნაკადის განმავლობაში, საბანაკე ბაზაზე ერთდროულად შესაძლებელი იქნება 288-მდე ბენეფიციარის მიღება და საბანაკე აქტივობებში ჩაერთვება სულ 2880-მდე ახალგაზრდა.

     

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ანაკლია, ანაკლიის „მომავლის ბანაკის“ ტერიტორია.

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    პროექტი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და გაეროს მდგრადი განვითარების ერთ-ერთი მიზნის შესაბამისად ბანაკის ძირითად თემად განისაზღვრება: დედამიწის ეკოსისტემების დაცვა, აღდგენა და მდგრადი გამოყენება, ტყეების გონივრული მართვა, გაუდაბურების აღკვეთა, ნიადაგის დეგრადაციის შეჩერება და  აღდგენა-გაუმჯობესება, ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.

    7 დღიან საბანაკე პროგრამაში აქტივობები დაიგეგმება ბენეფიციართა ასაკობრივი კატეგორიის გათვალისწინებით.

    განხორციელების მეთოდოლოგია დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, მათ შორის ტრენინგებს, დისკუსიებს, პრეზენტაციებს, ჯგუფურ მუშაობას, როლურ თამაშებს და სხვა. ბანაკის თემატური დღეები დატვირთული იქნება სხვადასხვა საგანმანათლებლო, კულტურული და სპორტული ღონისძიებებით, როგორებიც არის ბანაკის მონაწილეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმების/ანიმაციების ჩვენება, გუნდების მიერ მომზადებული კოსტიუმირებული წარმოდგენა, სხვადასხვა საბანაკე თამაშები და ა.შ. ბენეფიციარები მონაწილეობას მიიღებენ ტრენინგებში ეკოლოგიისა და გარემოს დაცვის საკითხებზე, ასევე შეისწავლიან თანატოლგანმანათლებლობის ტექნიკებს და ნაკადის დასკვნით ეტაპზე გუნდები წარმოადგენენ პროექტების იდეებს (პროექტის განხორციელების გეგმას) გარემოს მდგრადი განვითარების მიზნების შესახამისად. ყოველი ნაკადისთვის წინასწარ მომზადებული საგანამანთლებლო მატერიალები გადაეცემა ბანაკის თითოეულ მონაწილეს, რაც მათ დაეხმარება შემდგომში თავიანთ სკოლებში პროექტების შეუფერხებლად განხორციელებაში.

     

    საბანკე პროგრამის დასრულების  შემდგომ აღნიშნულ თემატიკაზე შესაბამისი ტექნიკების გამოყენებით შესაძლებლობა ექნებათ დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა ტიპის აქტივობები საკუთარ სკოლასა და თემში, რომელთა შესრულების მიმდინარეობის პროცესში ჩაერთვებიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ახალგაზრდული სამსახურებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრების წარმომადგენლები. აღნიშნულ პროცესს განახორციელებს და ზედამხედველობას გაუწევს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ პროგრამების სამსახური.

    საბანაკე პროგრამის ფარგლებში მონაწილეებს საშუალება ექნებათ ჩაერთონ სპორტულ ოლიმპიადაში, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, კალათბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ფრენბურთი, ჭადრაკი.

    თითოეული აქტივობის მოსამზადებელ სამუშაოებში ჩაერთვება ბანაკის ყველა მონაწილე.

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

    თანასწორგანმანათლებლობის პრინციპებზე დაყრდნობით გადამზა-დებული არიან ახალგაზრდები;

    გაზრდილია რეკრეაციულ, საგანმანათლებლო-შემეცნებით, სპორტულ და კულტურულ აქტივობებში ჩართული მოწყვლადი ჯგუფების წამომადგენლების რაოდენობა;

    პროექტში ჩართულია 2880-მდე მონაწილე.

     

     

  • სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი მანავში

    პროგრამა ახალგაზრდული ფესტივალი- 2019-ის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გამარჯვებული 12-16 წლის მოზარდები
    საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანავი

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 

    ფიზიკური აქტივობა და სპორტი ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისთვის, რაც დადებით გავლენას ახდენს ადამიანის ინტელექტუალურ, სოციალურ და ფიზიკურ განვითარებაზე.

    ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვა ხელს უწყობს მათ გააქტიურებას სამოქალაქო ცხოვრებაში. შესაბამისად, ახალგაზრდებში სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვისა და პოპულარიზაციისათვის საჭიროა მისი საგანმანათლებლო კომპონენტებით დატვირთვაც. 

     

    ➔    მიზანი/მიზნები

    „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკის“ მიზნებია:

    ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

    ახალგაზრდების ჩართვა სპორტულ აქტივობებში;

    ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

     

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    ბანაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგნს პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი- 2019“-ის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებების გამარჯვებული 12-16 წლის მოზარდები. ბანაკის მონაწილეთა სიებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის მოწოდებას უზრუნველყოფს ცენტრის პროგრამების სამსახური.

    2019 წელს ბანაკი არაუმეტეს 8 ნაკადად განხორციელდება, ერთ ნაკადზე ბანაკში დაისვენებს 132-მდე მონაწილე, საერთო ჯამში კი ბანაკში ჩაერთვება 1056-მდე ახალგაზრდა.

     

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, სოფელი მანავი.

     

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    პროექტი „სპორტულ-შემეცნებითი საზაფხულო ბანაკი“ მანავში  არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით (ჰობი - განათლება) განხორციელდება და მოიცავს სპორტულ, შემეცნებით, საგანმანათლებლო და კულტურულ აქტივობებს. საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება.

    ბანაკის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები ხელს შეუწყობს მოსწავლეთა ფიზიკურ განვითარებას, ცხოვრების ჯანსაღი წესის, როგორც ფასეულობის განმტკიცებას. გარდა ამისა, ბანაკის მონაწილეებს განუვითარდებათ ინდივიდუალური და გუნდური თამაშებისთვის საჭირო უნარები.

    საბანაკე აქტივობები მოიცავს სპორტულ ტურნირებს და სხვადასხვა საბანაკე თამაშებს. ბანაკის ფარგლებში განხორცილდება სპორტული ოლიმპიადა, რომელიც მოიცავს სპორტის რამდენიმე სახეობას: ფეხბურთი, მაგიდის ჩოგბურთი, ჭადრაკი, დოჯბოლი, ფრენბურთი, კალათბურთი და სხვა. ბანაკის პროგრამა ითვალისწინებს საინფორმაციო შეხვედრებს, სადაც განხილული იქნება სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხები/თემები.

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

    ამაღლებულია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ მონაწილეთა ცოდნის დონე;

    გაზრდილია სპორტულ აქტივობებში ჩართული ახალგაზრდების რაოდენობა;

    ბანაკში ჩაერთვება 1056-მდე ახალგაზრდა.

     

  • მომავლის ბანაკი შაორში

    18-25 წლის სტუდენტები
    ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

     

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 

     

    „მომავლის ბანაკი“ შაორში არის პირველი სტუდენტური მასშტაბური ბანაკი საქართველოში, რომელიც უმაღლესი და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს ჩაერთონ სხვადასხვა ტიპის საგანმანათლებლო, შემეცნებით, სპორტულ და მოხალისეობრივ აქტივობებში.

    მოხალისეობა არის სამოქალაქო აქტივობის ფორმა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს პიროვნებას ჩაერთოს და მონაწილეობა მიიღოს საზოგადოების განვითარების პროცესში. შესაბამისად, ბანაკი მიზნად ისახავს ქვეყანაში მოხალისეობრივი საქმიანობის წახალისებას, ახალგაზრდებში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და მათ გააქტიურებას/ჩართვას სხვადასხვა ტიპის აქტივობებში.

    ბანაკის მონაწილეები ჩაერთვებიან ცენტრის მიერ დაგეგმილ მოხალისეობრივ აქტივობებში, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, ერთის მხრივ, საკუთარი წვლილი შეიტანონ აქტუალური სოციალური პრობლემების გადაწყვეტის პროცესში, ხოლო, მეორეს მხრივ, მოახდინონ თვითრეალიზაცია და შეიძინონ ისეთი უნარ-ჩვევები, რომელიც დაეხმარება მათ კარიერულ წინსვლასა და პიროვნულ განვითარებაში.

    ➔    მიზანი/მიზნები 

     ახალგაზრდების ჩართვა რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში; 

      მოხალისეობის შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება;

     

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    ბანაკის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენენ 18-25 წლის ახალგაზრდები, რომელთაც აქვთ უმაღლესი ან პროფესიული საგანამანთლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსი.  

    მონაწილეთა შერჩევა ხორციელდება ღია მიღების საფუძველზე და მონაწილეები შეირჩევიან სპეციალური სააპლიკაციო ფორმის შესაბამისად.

    ბანაკში მონაწილეობას მიიღებს განაცხადების შესაბამისად 792 ახალგაზრდა სქესთა ბალანსის დაცვით (6 ნაკადი).

    ორი ნაკადი პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალის ფარგლებში“ განხორციელებული პროექტის „ახალგაზრდა ხელოვანის“ 264 ფინალისტით დაკომპლექტდება.

    2019 წელს ბანაკი არაუმეტეს 8 ნაკადად განხორციელდება, ნაკადზე 132-მდე ბენეფიციარი ჩაერთვება და სულ მონაწილეობას მიიღებს 1056-მდე ახალგაზრდა.

     

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, შაორის ტბის მიმდებარე ტერიტორია.

     

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    პროგრამა არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით განხორციელდება და დაეფუძნება მოხალისეობის პრინციპებს.

    ბანაკის ფარგლებში  ყველა აქტივობა დაგეგმილი იქნება ბენეფიციარების ინტერესების შესაბამისად და მოიცავს როგორც საგანმანათლებლო, ისე შემეცნებით კომპონენტს. ტრენინგები მოიცავს სამოქალაქო საზოგადოებისთვის აქტუალურ თემებს. ბანაკში გაიმართება სპორტული ტურნირები სხვადასხვა სახეობებში.

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

      ახალგაზრდები ჩართული არიან რეკრეაციულ, საგანმანათლებლო, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში;

      გადამზადებულია 792-მდე მოხალისე.

  • რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი ქუთაისში

    საქართველოს ყველა რეგიონიდან, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეები
    ქ. ქუთაისი, სსიპ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ბაზა

     

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

     

    ყოველდღიურად იზრდება თანამედროვე ტექნოლოგიებისადმი ინტერესი და შესაბამისად არსებობს აღნიშნულ თემაზე პროფილური ბანაკების ორგანიზების საჭიროებაც.

    „რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.

    ➔    მიზანი/მიზნები

     პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელების გზით კვლევითი უნარებისა და შემოქმედებითი აზროვნების განვითარება;

     

      მოსწავლეებში მეცნიერების, რობოტექნიკისა და თანამედროვე ტექნოლოგიური მიღწევების პოპულარიზაცია;

     

     ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა; 

     

     რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა და შესაბამისი აქტივობების უზრუნველყოფა.

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ საქართველოს ყველა რეგიონიდან, მცირეკონტინგენტიანი საჯარო სკოლების 13-18 წლის მოსწავლეებს (სკოლიდან ერთი ძირითადი და ერთი სარეზერვო მონაწილე). პრიორიტეტი მიენიჭებათ სოციალურად დაუცველ, იძულებით გადაადგილებულ და მრავალშვილიანი ოჯახების წარმომადგენლებს.

     

    ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ გამყოფი ხაზის სიახლოვესა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, მაღალმთიან და საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრებ მოსწავლეებს.

     

    ბენეფიციარების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის ცენტრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო.

     

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    ქ. ქუთაისი, სსიპ „გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის“ ბაზა.

     

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და საბანაკე პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკობრივ თავისებურებებზე.

    საბანაკე პროგრამის შესაბამისად გაწერილი თეორიული და პრაქტიკული სავარჯიშოები/აქტივობები მონაწილეებს საშუალებას აძლევს აიმაღლონ ცნობიერება რობოტექნიკის მიმართულებით და მიღებული თეორიული ცოდნა გამოიყენონ პრაქტიკაში. გარდა ამისა, საბანაკე პროგრამა დატვირთულია სპორტული და შემოქმედებითი აქტივობებით, რომელთა მომზადების პროცესში სრულად ერთვებიან ბანაკის მონაწილეები.

    2019 წელს ბანაკი არაუმეტეს 5 ნაკადად განხორციელდება და ერთ ნაკადზე საბანაკე პროგრამაში ჩაერთვება 288-მდე მონაწილე, სულ ბანაკში დაისვენებს 1440-მდე ახალგაზრდა.

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

      გაზრდილია პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელე-ბაში ჩართული ბენეფიციარების რაოდენობა;

      რობოტექნიკის მიმართულებით გაზრდილი ცოდნის დონე;

      ბანაკში ჩართულია 1440 მონაწილე;

     

     

     

  • ნორჩ მაშველთა კლუბი

    14-16 წლის მოსწავლეები
    ქ. თბილისი

     

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

     

    ცენტრის პრიორიტეტია ახალგაზრდების მომზადება საგანგებო სიტუაციებში ქცევის, სახანძრო უსაფრთხოებისა და პირველადი დახმარების აღმოჩენის მიმართულებით.

     

    ➔    მიზანი/მიზნები

     

      საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის შესახებ მონაწილეთა ცნობიერების ამაღლება;

     

      მონაწილეებში სამაშველო-სახანძრო საქმიანობის მთავარი და საბაზისო ელემენტების გათავისების ხელშეწყობა.

     

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

     

    პროექტის სამიზნე ჯგუფს წარმოადგენს 14-16 წლის მოსწავლეები. მონაწილეთა ჩართვა პროექტში ხორციელდება რამდენიმე ეტაპად:

     

      საინფორმაციო კამპანია - პროექტის შესახებ ინფორმაცია ცხადდება საჯაროდ, სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის“ ვებ-გვერდსა და Facebook გვერდზე;

     

      საინფორმაციო შეხვედრა -  მონაწილეობის მსურველებთან და მათ მშობლებთან/კანონიერ წარმომადგენლებთან იმართება საინფორმაციო შეხვედრა;

     

      აპლიკანტების რეგისტრაცია;

     

     შერჩევა ფიზიკური ნორმატივების საფუძველზე;

     

      ჯგუფური გასაუბრება.

     

    პროექტში ახალგაზრდების ჩართულობის გაზრდის მიზნით, შერჩევის პროცესში არ დაიშვებიან გასული წლის მონაწილეები.

     

    ➔    გეოგრაფიული არეალი

     

    ქ. თბილისი

     

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

     

    პროექტის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობები მოიცავს პირველადი სამედიცინო დახმარების ტრენინგებსა და სახანძრო - სამაშველო სპორტულ ვარჯიშებს. ტრენინგების გავლის შემდგომ, გადამზადებული ბენეფიციარები საერთაშორისო ტურნირებში მიიღებენ მონაწილეობას. ტურნირები ორი კომპონენტისაგან შედგება და მოიცავს როგორც სპორტულ, ისე კულტურულ აქტივობებს.

    სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ უზრუნველყოფს ბენეფიციარების კულტურული ღონისძიებებისთვის მომზადებას, ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად გამგზავრებასა და სხვა საჭირო რესურსებით მხარდაჭერას.

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

     

     ამაღლებულია ცნობიერება საგანგებო სიტუაციებში ქცევისა და სახანძრო უსაფრთხოების წესების შესახებ;

     

      გაზრდილია პროექტის მონაწილეთა რაოდენობა;

     

      საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებულია მაღალი საპრიზო ადგილები.

     

  • თავგადასავალი 2019

    8-25 წლის ბავშვები და ახალგაზრდები
    აბაშის მუნიციპალიტეტი

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

    საქართველოს სკაუტური ორგანიზაცია ემსახურება მოზარდებისა და  ახალგაზრდების ჩართვას არაფორმალური განათლების აქტივობებში. სკაუტური საქმიანობა ხელს უწყობს ახალგაზრდების როგორც ფიზიკური, ისე ინტელექტუალური პოტენციალის გამოვლენას. შესაბამისად, ჯანსაღ და უსაფრთხო რეკრეაციულ გარემოში სხვადასხვა ტიპის სკაუტურ აქტივობებში მონაწილეობით ახალგაზრდები ივითარებენ ლიდერობის, გუნდური მუშაობის, კომუნიკაციის უნარ-ჩვევებს, სწავლობენ საველე პირობებში ცხოვრებას, აქტივობებისა და ღონისძიებების ორგანიზებას, აცნობიერებენ საკუთარ პასუხისმგებლობას საზოგადოებაში.

     

    ➔    მიზანი/მიზნები

    ბანაკი მიზნად ისახავს ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობას, მსოფლიო სკაუტური მეთოდის გამოყენებით.

     

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    ბანაკის მიზნობრივ ჯგუფს წარმოადგენენ 8-25 წლის ბავშვები და ახალგაზრდები.

    ბანაკში მონაწილეობა შეუძლიათ მიიღონ საქართველოს სკაუტური ორგანიზაციის წევრებს და გაწევრიანების მსურველებს.

    მონაწილეთა შერჩევას, დოკუმენტაციის მოწესრიგებასა და ცენტრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს სკაუტური მოძრაობის ორგანიზაცია.

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    აბაშის მუნიციპალიტეტი.

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    პროექტი განხორციელდება „საქართველოს სკაუტურ ორგანიზაციასთან“ თანამშრომლობით და ბანაკის პროგრამით გათვალისწინებული სხვადასხვა სახის აქტივობები ხორციელდება სკაუტური მეთოდით, რომელიც გამოიყენება მსოფლიო სკაუტური მოძრაობის მიერ და არის უნიკალური. აქტივობები მოიცავს, როგორც პრაქტიკულ ისე თეორიულ ნაწილს.

    საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება და საბანაკე პერიოდში თითოეული მონაწილე დროს გაატარებს ჯანსაღ და უსაფრთხო გარემოში, მათ ექნებათ შესაძლებლობა აიმაღლონ ცნობიერება სხვადასხვა მიმართულებით: ლიდერობა, ჯგუფური მუშაობა, გარემოსდაცვითი აქტივობები, პიონერინგი, ორიენტირება, თვითგადარჩენა, ლაშქრობის დაგეგმვა და ა.შ.

    მონაწილეებს თეორიული ნაწილის გავლის შემდეგ, ბანაკის განმავლობაში ადგილზევე შეეძლებათ მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

     გაზრდილია მონაწილეთა ცნობიერება სკაუტური მეთოდის შესახებ;

      პროექტში ჩართულია 300-მდე ახალგაზრდა. 

  • მომავლის ბანაკი ცხვარიჭამიაში

    მცხეთის მუნიციპალიტეტი, ცხვარიჭამია

     

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა

    ბანაკის იდეა მდგომარეობს კულტურათაშორისი მრავალფეროვნებისა და ტოლერანტობის ხელშეწყობასა და ევროკავშირის ღირებულებების შესახებ ცნობიერების ამაღლებაში. საბანაკე პროგრამის მეთოდოლოგია დაეფუძნება არაფორმალური განათლების პრინციპებს, რაც ხელს შეუწყობს ბენეფიციარების სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას.

    2019-2020 წლებში დაგეგმილია საბანაკე ბაზის აღდგენა/რეაბილიტაცია /მშენებლობა. ბანაკი მთლიანად ადაპტირებული იქნება, შესაბამისობაში მოვა საერთაშორისო სტანდარტებთან და შესაძლებელი იქნება ინკლუზიური ღონისძიებების განხორციელება.

     

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    მცხეთის მუნიციპალიტეტი, ცხვარიჭამია.

     

  • სამთო-სათხილამურო ბანაკი ბაკურიანში

    11-14 წლის მოსწავლე
    ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი

     

    ➔    საჭიროებების ანალიზი/აღწერა 

    სამთო-სათხილამურო სპორტი აქტიური დასვენებისა და ფიზიკური განვითარების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. სპორტული ვარჯიშის დროს ვითარდება ისეთი უნარ-ჩვევები, როგორებიცაა ძალა, გამძლეობა, სისწრაფე, გამბედაობა, სიმტკიცე, ადგილმდებარეობაზე ორიენტაციის უნარი და სხვა. გარდა ამისა, სამთო-სათხილამურო სპორტული აქტივობები ინტელექტუალურ მომზადებასაც გულისხმობს. „სამთო-სათხილამურო ბანაკის“ ფარგლებში ჩართული ახალგაზრდები არაფორმალურ გარემოში შეიძენენ და გაიუმჯობესებენ იმ უნარებს, რომლებიც მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოებაში აქტიური ჩართულობისათვის. 

    ➔    მიზანი/მიზნები

    პროექტის მიზანს წარმოადგენს:

    ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და დანერგვის ხელშეწყობა;

    სამთო-სათხილამურო სპორტის პოპულარიზაცია;

    მონაწილეთათვის რეკრეაციული, საგანმანათლებლო-შემეცნებითი, სპორტული და კულტურული გარემოს შექმნა.

     

    ➔    მიზნობრივი ჯგუფი

    ბენეფიციარების შერჩევას და შესაბამისი დოკუმენტაციის ცენტრისთვის მიწოდებას უზრუნველყოფს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

    ასაკი: 11-14 წლის მოსწავლე;

    მცირეკონტინგენტიანი სკოლების მოსწავლეები (მოწყვლადი ჯგუფებისთვის პრიორიტეტის მინიჭებით).

    2019 წელს ბანაკი  უმასპინძლებს 400-მდე  მონაწილეს.

    ➔    გეოგრაფიული არეალი

    ბანაკის ლოკაციად შერჩეულია ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი, რადგან ბაკურიანი თავისი ბუნებრივი მონაცემებით ითვლება საუკეთესო ბაზად, სადაც ერთდროულად შესაძლებელია ჩატარდეს როგორც მოსამზადებელი და საწვრთნელი ვარჯიშები, ისე შეჯიბრება სამთო-სათხილამურო სპორტის სახეობებში. 

    ➔    განხორციელების მეთოდოლოგია

    სამთო-სათხილამურო სპორტის სწავლებისა და წვრთნის მეთოდები მრავალფეროვანია. შესაბამისად, „სამთო-სათხილამურო ბანაკის“ პროგრამა მოიცავს როგორც სპორტულ, ისე შემეცნებით აქტივობებს. დღის პირველი ნახევარი დაეთმობა სამთო-სათხილამურო სპორტის გაცნობას და შესწავლას, მეორე ნახევარში კი მონაწილეები ჩაერთვებიან შემეცნებით და საგანმანათლებლო აქტივობებში.

    საბანაკე პროგრამა 7 დღისგან შედგება და ყველა აქტივობის დაგეგმისას გათვალისწინებული იქნება ბანაკის მონაწილეთა ასაკი და გამოყენებული იქნება სწავლების შესაბამისი ტექნიკები. სამთო-სათხილამურო სპორტულ აქტივობებს განახორციელებენ გამოცდილი ტრენერები/ინსტრუქტორები, ხოლო შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელების პროცესში ჩართული იქნებიან ლიდერები და მონაწილეები.

     

    ➔    მოსალოდნელი საბოლოო შედეგი

    ბანაკის ფარგლებში მოსალოდნელი შედეგებია:

      ბანაკში ჩართულია 400-მდე მოსწავლე;

      ბანაკის ბენეფციარებში სამთო-სათხილამურო სპორტის შესახებ გაზრდილი ცოდნა და უნარები.