კონტრასტი
განლაგება
შრიფტი
არქივში დაბრუნება

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის!

 

ჩაერთეთ კონკურსებში 7 ოქტომბრამდე!

„ახალგაზრდა ხელოვანი“ - კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისა და მხატვრებისათვის!

ორივე კონკურსის მიზანი ნიჭიერი პროზაიკოსებისა და მხატვრების აღმოჩენის გარდა, არის ის, რომ მოზარდების ხელით შეიქმნას წიგნი, რომელიც უსინათლო და მცირემხედველი თანატოლებისთვის იქნება განკუთვნილი.
ორივე კონკურსი ერთსა და იმავე დროსა და საერთო სივრცეში გაიმართება : 18-21 ოქტომბერი დაბა ბორჯომ- ბაკურიანის მიმდებარე ტერიტორიაზე.
მონაწილეობის მსურველთათვის:
1. კონკურსი დამწყები პროზაიკოსებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ წერის ნიჭით დაჯილდოვებულ 14-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი მოთხრობები (მხატვრული ნაწარმოებები) 7ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: akhalgazrdakhelovani@gmail.com
განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
• სახელი, გვარი, ასაკი;
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
• სკოლის დასახელება;
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;
მხატვრული ნაწარმოები არ უნდა აღემატებოდეს A4 ფორმატის 5 გვერდს (შრიფტი - უნიკოდი, შრიფტის ზომა - 11, ფაილის ტიპი - Microsoft word document)
არ განიხილება ჩანახატი, ლექსი, პოემა, პიესა, ესსე, სასკოლო თემა/თხზულება.
მოთხრობის თემა თავისუფალია.
ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 24 მონაწილე.

2. კონკურსი დამწყები მხატვრებისთვის
კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ხატვის ნიჭით დაჯილდოვებულ 12-18 წლის მოზარდებს, რომელთაც თავიანთი ნამუშევრები 7 ოქტომბრამდე უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ მისამართზე: shekmenikalendari@gmail.com
განხილვისთვის აუცილებელი პირობაა, მიუთითოთ:
• სახელი, გვარი, ასაკი;
• ქალაქი (დაბა, სოფელი), რეგიონი;
• საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, მისამართი);
• სკოლის დასახელება;
• მშობლის (კანონიერი მეურვის) საკონტაქტო ინფორმაცია;
აუცილებელია, გამოაგზავნოთ მინიმუმ 2 ნამუშევარი (jpg ფაილი).
ნამუშევრების თემა თავისუფალია.
ფინალური ეტაპისთვის შეირჩევა 12 მონაწილე.

სხვა სიახლეები

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის უფროსმა გიგა გაბელაიამ და ბულგარეთის ელჩმა დესისლავა ივანოვამ პროექტის „ახალგაზრდა ლიდერები მდგრადი განვითარების მიზნებისთვის“ ფარგლებში ჩატარებული ესსეების კონკურსის გამარჯვებულები დააჯილოდოვეს.
ვრცლად

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნულ ცენტრში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა კონფერენცია თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვებთან მუშაობის თავისებურებები.
ვრცლად

ანონსი

სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“ 2018 წლის 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მართავს კონფერენციას თემაზე: აუტიზმის, ასპერგერის სინდრომისა და სენსორული ინტეგრაციის დარღვევის მქონე ბავშვ
ვრცლად

გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
ვრცლად